 | ავტორი: ნინო-- ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2021 |
ბოლო წუთამდე რაღაცაზე გესაუბრები, მე ვერ ვისწავლე მდუმარება ვერც ერთ ღამიდან, ხმაურს მახვევდა თავისებურს ქლესა უბნები, ყველა ზღაპარი მოყოლილი მათი ამიხდა. დარდის ქარაშოტს ვემსხვრეოდი ხელში ტოტებად, ისევ თავისი მომახვია შარამ პირბადე, ვიცოდი თითქმის, ყველა კაცი მიმატოვებდა სწორედ ამიტომ მუდამ კენტმა, ცალად ვიარე. მოსაყოლი კი მარტოსულებს უფრო მეტი აქვთ, სასიხარულო - იშვიათი გამონაკლისი, ვწუხდი ამაო ბილიკებზე უქმად ხეტიალს, რომ შემძლებოდა ასეთ დღეებს ამოვაცლიდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|