"ჭირსაც წაუღია შენი პოეზია, დავწვავ ათას ტომებს, მე თუ წაგეშალე, მე თუ დაგივიწყე, მე თუ მიგატოვე".
პასუხი:
ქარი ჯერ კიდევ არ ჩადგება, ქსოვა განაგრძე. ჭერი ამ დღესაც თუ გაატანს, ალბათ, წვალებით. როგორ მარტივად ეპარებათ ძილი დარაჯებს, როგორ უსიტყვოდ ბერდებიან ჩვენი თვალები.
სინანულია ამ ქუჩაზე, შიში ბოროტი, და სახლებს ცლიან შენს მეზობლად ძველი მდგმურები. შენ ქვიშით მოცულ, უცხო ზღვასთან უნდა ცხოვრობდე, კალიფსოს უნდა გადარებდნენ მებადურები.
საღამოობით გაკითხავდე, ჭიქებს ვავსებდეთ, შეშის ტკაცუნზე გიკითხავდე მუხრანს, პაოლოს. თაროდან მწყრალად გადმომყურებს მწვანე აბსენტი, სიჩუმე კედლებს ეხეთქება და ვერ ხმაურობს.
ეზოში ჭადრებს, ძიმლმორეულთ, ფოთლებს პარავენ, საბედისწერო ნაბიჯია ღამის მთქნარება, ამჩნევ, კარს იქით ქარია და გიცდის არავინ, ქარსაც შენსავით არავისთან მიეჩქარება.
დილითაც ვერ ხარ ხასიათზე, რიჟრაჟს იწუნებ, არ ჩანს სასთუმლის დატოვების ერთი მოტივიც. სრულდება ყველა დიალოგი ღამის მიწურულს ჯერ შეუმდგარი მელოდრამის ეპილოგივით.
მელაპარაკე, მომიყევი როგორ აგრილდა და აღარ იცი ამდენ სამოსს თუ სად დაატევ, იწყებ კარადის დალაგებას მუდამ მაღლიდან, ითმენ ოქტომბერს შემოპარულ ცოტა ნაადრევ
ზამთრის ამინდებს, ჩვენს შეხვედრებს რომ არ ედრება, პალმები თავებს წამოწევენ, კიდევ ადროვე, შენთან მოსვლამდე, თუ სადმეა ლურჯი მინდვრები და ამ მინდვრებზე ყვავილები, ყველას ვაგროვებ.
ჯერ ასეთ ქარს აქ არ უვლია, ჯერ მიტოვება ისე შორს არის ერთმანეთის, ვეღარ მივწვდებით. ჭირსაც წაეღოს ეს ლექსები, ცეცხლში ტომებად, თუკი ოდესმე წამეშლები, დაგავიწყდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაᲦაცეები მომეწონა , რაᲦაცეები არ ...
4 ქ რაᲦაცეები მომეწონა , რაᲦაცეები არ ...
4 ქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|