 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 20 ოქტომბერი, 2021 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ნაბახუსევის თავის ტკივილმა და ოთახში უჰაერობამ გამაღვიძა. ჯერ გათენებული არც იყო. წამოვდექი და ბარბაცით მივედი მინიბარამდე, რომელიც სასტუმროს ოთახის ბოლოში მეგულებოდა. ცივი მინერალური წყალი ერთადერთი იყო, რისი მიღებაც იმ მომენტში ჩემს ორგანიზმს შეეძლო. 0,33-იანი ცივი წყლის ბოთლი რომ გამოვცალე მინიბარზე რუსული ასოებით დაწერილი პატარა წერილი შევამჩნიე. პირველი შეხედვით ბევრი ხ-ები შევნიშნე, ბოლოში კი ციფრები და ჩემთვის უკვე ნაცნობი სახელი “უჩკა” ეწერა. მივხვდი, რომ უჩკას მოუყვანივარ ჩემი სასტუმროს ოთახში და ტელეფონის ნომერიც დაუტოვებია ჩემთვის. ჩემდა უნებურად გამეღიმა და ესე გაღიმებული რამოდენიმე წამი ვუყურებდი მის დაწერილ სახელს. გონება დავძაბე, რომ გამეხსენებინა, თუ როგორ მომაცილა ოთახამდე, როგორ დამემშვიდობა და სხვა დეტალები, თუმცა ამაოდ. გახსენებისას თავი უფრო მტკივდებოდა და ფაქტია ვერაფერს ვიხსენებდი. ფანჯარა გამოვაღე, მოშორებით მდგარ იასამნისფრად განათებულ კმაყოფილსახიან ჩინგიზ ხანის უზარმაზარ ძეგლს მივესალმე და ისევ რბილ ლოგინზე დავეშვი. მინდოდა დამეძინა, თუმცა ახლა უკვე უჩკა და წინა საღამოს ტვინში აღდგენის მცდელობები არ მაცლიდა მოსვენებას. გარედან ულანბატორის თბილისზე არანაკლებ ცუდი ჰაერი და გამთენიისას კლიენტის უშედეგოდ მაძიებელი ტაქსების ხმა შემოდიოდა. ფიქრებში ვიყავი ჩაძირული, რომ უცებ აბაზანიდან თმის გასაშრობი ფენის ჩართვის ხმა შემომესმა. გაკვირვებული ავდექი და ჩუმად ოდნავ შევაღე აბაზანის კარები. აბაზანის ბოლოში ქათქათა უჩკა ფეხშიშველი იდგა და თავის გრძელ შავ თმას ფენით იშრობდა, ტანზე კი მხოლოდ ზოლიანი ე.წ. წილნიაშკა ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამოსი ცოტა გრძელი ქონდა, იგი სულ ოდნავ თუ უფარავდა მის იდეალურ ფორმებს, რომელიც ნათლად იკვეთებოდა სამოსის შიგნიდან. თმების გაშრობისას საოცრად მოხდენილად და ცოტა ბავშვურად ამოძრავდებდა ხელებს და თავს. თხელი იყო, მაგრამ არა ზედმეტად გამხდარი. ფეხებზე და ხელებზე მცირე კუნთების მასა მას ძალიან გემრიელს ხდიდა. თვალი ვერ მოვწყვიტე ამ სანახაობას. ბოლოს ფენი გადადო, თავისი ლამაზი თმები შუბლზე გადაიწია და ზემოთ შეიკრა დაახლოებით ისე, იაპონელებს, რომ სჩვევიათ. ულამაზესმა კისერმა საოცარი მშვენიერება შემატა მის სრულყოფილ გარეგნობას. ბოლოს დაიხარა, აბაზანის რბილ თეთრ ხალიჩაზე დაგდებული ღია ვარდისცერი სიფრიფანა საცვალი აიღო და მოხდენილად ჩაიცვა. ამის დანახვაზე ვეღარ მოვითმინე და შევედი სააბაზანოში. უჩკაც მოტრიალდა და რომ დამინახა ჩამეხუტა. კისერში ვაკოცე და ჩემმა მასზე შემოხვეულმა ხელებმაც მისი სამოსის ქვეშ ბუნებრივად იპოვნეს ჯერ მისი წელი და შემდეგ ოდნავ ქვევით მისი თბილი და ამავე დროს იდეალურად მრგვალი ფორმები. მის კრიალა და რბილ კანს დაუვიწყარი გემო ქონდა. საოცარი შეგრძნება სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა და გამეღვიძა... იმდენად რეალური და მძაფრი შეგრძნება იყო, რომ ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის გემოს ტუჩებზე და ხელებზე კი მისი სხეულის სითბოს. ძალიან მომინდა სიზმარი გაგრძელებულიყო, თუმცა არაფერი გამომივიდა. მისი დაუფლების წყურვილი იმდენად დიდი იყო, რომ გულმა ჩხვლეტა დამიწყო და დღემდე, როცა სიზმარში ნანახი მასთან შეხება მახსენდება გული უცნაურად მიკრთდება ხოლმე... ძალზედ გულგაცრუებული ავდექი, უჩკას წერილი ისევ თავის ადგილზე იდო. ბუნებრივად მოვკიდე ხელი მობილურს და ავკრიფე მისი ნომერი, თუმცა დარეკვას აღარ დავაჭირე. რომ დამერეკა ან რა უნდა მეთქვა მისთვის ან რა ენაზე? თანაც რამოდენიმე საათში უკვე ჩვენი ფრენა იყო ულანბატორიდან ბერლინის მიმართულებით და ალბათ ვერც მოვასწრებდით ვერაფერს...
ამ დროს სასტუმროს ნომრის ტელეფონზე პროფესორმა ფეზერმა დამირეკა და მამცნო, რომ სასაუზმედ ჩადიოდნენ. მონღოლური ხორც-ცხიმიანი კერძების შემდეგ კემპინსკის სასტუმროს ევროპული საუზმე, ცივ, ახლადდაწურულ ფორთოხლის წვენთან ერთად ძალზედ მესიამოვნა. გუნდი კარგ ხასიათზე იყო და სხვადასხვა თემებს აქტიურად მიმოიხილავდნენ. ისე გერმანელები გასაოცარი ხალხია, არც პახმელია იციან და არც დაღლა. თითქმის ორჯერ ჩემზე ასაკოვანი ადამიანები ისე ენერგიულად იყვნენ გეგონებოდა წინა დღეს საერთოდ არაფერი დაულევიათ და კარგი გამოძინებულებიც არიანო. პრინციპში ალბათ მთელი ცხოვრება მიჩვეული რომ ხარ 6 საათზე გაღვიძებას და მაქსიმუმ რვაზე სამსახურს იწყებ, თანაც ნებისმიერ ასაკში ტრანსპორტის ყველაზე ხშირ საშუალებად ველოსიპედს იყენებ, ორგანიზმიც სხვანაირად ეჩვევა შრომას და ფიზიკურ დატვირთვას. ალბათ ამიტომაც შეძლეს და გამართეს თავისი ქვეყანა ესე იდეალურად და ევროპაში და ალბათ მთელს მსოფლიოშიც მოწინავე ადგილს იკავებენ...
მე ფიზიკურად მათთან, თუმცა ფიქრებით ჯერ კიდევ უჩკასთან ვიყავი. ამ დროს ჩვენმა გუშინდელმა მასპინძელმა ჩიმედ ოჩირმა დარეკა და გვითხრა, რომ სასტუმროში გამოგვივლიდა აეროპორტში გასაცილებლად. გამეხარდა, ვინაიდან მეგონა, რომ უჩკაც გუშინდელივით მასთან ერთად იქნებოდა, თუმცა მარტო მოსული ჩიმედი, რომ დავინახე უჩკას ნახვის ბოლო იმედიც გადმეწურა...“იმედი?... ჩიმედი, იმედი?... ჩიმედი...” გულში გავრითმე და ჩემდაუნებურად ცალყბად გამეღიმა კიდეც ამაზე...
ჩიმედის მანქანაში ჩემი ბარგის ჩალაგებისას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი უკვე წვიმისგან აპრიალებულ კმაყოფილსახიან ჩინგიზ ხანის უზარმაზარ ძეგლს, რომელიც ამ ჯერზე ცოტა უფრო ნაღვლიანი მომეჩვენა. წვიმიანი ულანბატორი რაღაცით გავდა წვიმიან თბილისს. საცობები, წყლის გუბეები და ცოტა ადამიანი დადიოდა ქუჩაში. არ მიყვარს დიდი ხნით დამშვიდობება. ეს პროცესი ჩემთვის როგორც წესი ნაღვლიანია ხოლმე. მონღოლეთთან დამშვიდობებაც არ ყოფილა გამონაკლისი..
თვითმფრინავში ფანჯარასთან დავჯექი. წვიმის წვეთები ჯერ კიდევ აჩნდა გარედან ფანჯარას. შორს შავ ღრუბლებს შორის მზემ პატარაზე გამოანათა და უმალ ცისარტყელაც მოეფინა ცას. მე ამოვიღე მობილური და შემდეგი შეტყობინება გავუგზავნე ჩემს მეუღლეს “ტუტა, 9 საათში ბერლინში ვიქნები, უზომოდ მომენატრე... ” და მშვიდად დამეძინა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ყველას წაკითხვა/შეფასებისთვის! მადლობა ყველას წაკითხვა/შეფასებისთვის!
4. საოცარი შეგრძნება სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა და გამეღვიძა... იმდენად რეალური და მძაფრი შეგრძნება იყო, რომ ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის გემოს პირში და ხელებზე კი მისი სხეულის სითბოს. და გააგრძელე ოფლში იყავი თუ არა გახვინთქლული.
მოწონება! საოცარი შეგრძნება სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა და გამეღვიძა... იმდენად რეალური და მძაფრი შეგრძნება იყო, რომ ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის გემოს პირში და ხელებზე კი მისი სხეულის სითბოს. და გააგრძელე ოფლში იყავი თუ არა გახვინთქლული.
მოწონება!
3. დიდი მადლობა წაკითხვისთვის!
ხომ ვერ მეტყვით როგორ შეიძლება კომენტარებში მოვნიშნო ადამიანი?
"jonatan livingstoni" ნამდვილად :) დიდი მადლობა წაკითხვისთვის!
ხომ ვერ მეტყვით როგორ შეიძლება კომენტარებში მოვნიშნო ადამიანი?
"jonatan livingstoni" ნამდვილად :)
2. რა ცუდ დროს გაგეღვიძათ :)
რა ცუდ დროს გაგეღვიძათ :)
1. მახსოვს სიამოვნებით ვკითხულობდი გამოვტოვე მე მგონი 2 ან 3 თავი
წავიკითხავ მოგვიანებით და შეგიფასებთ
წარმატებები მახსოვს სიამოვნებით ვკითხულობდი გამოვტოვე მე მგონი 2 ან 3 თავი
წავიკითხავ მოგვიანებით და შეგიფასებთ
წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|