ცვივა ფოთლები ნეკერჩხალისა და ღამეს ღამე ერევა ისევ. სად გაგაჩერო, შენ ხომ ქარი ხარ, შენ ხომ ქარი ხარ, ასე თუ ისე.
სული კანკალებს და სული გოდებს, ვნანობ, რომ ჩვენი გზები გაიყო. " ქარო, ნაფურთხი მიდამოს მოსდე, ხულიგანი ვარ შენი არ იყოს! "
დასერა ზეცამ ზამთრის დილები და ქარი მკერდში დაიჭრა ანა. გადაიფრენენ ზოგჯერ ჩრდილები და იაპონურ ნახატებს ჰგვანან.
სული მიწიდან არ იბადება, " გაუხარელი დღეები არის. " დგანან ქვრივები შავი ვარდებით " და ქადაგივით გაჰყვირის ქარი. "
მოვრჩი, დავმთავრდი ძვირფასო ანა, სული ხელებზე დავისვი, აი! ახლა ეშმაკი აანთებს ფანარს და ქარიც წავა ვინ იცის საით.
მე ეს ტკივილი აღარ გამივლის, და მაჯებიდან სისხლსაც დავიდენ. ვარ გასაქცევი ჩემოდანივით დ მზადა ვარ, რომ სადმე წავიდე.
ცა ღარიბდება და ისრიმისფერ მდელოებს ნაღმავს, როცა ვინთები. მე შეუცნობელ სამყაროს მივსდევ და მთელ სამყაროს ვხედავ თითებით.
მშვიდობით ანა!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2017 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა, მიხეილ. კარგი ლექსია.+5 მომეწონა, მიხეილ. კარგი ლექსია.+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|