ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2021


კავშირი


ყინულის გული მაქვს. ჩემს ირგვლივ ატომთა,
დამდგარა ჰაერში უცნობი
კავშირი,

ახლა ჩემს თვალებში ცრემლები
გათოვდა,
და სკოლის საგანში
ჩაჭრილი ბავშვივით,

აცრუვდა ჩემს ირგვლივ
სულ ყველა საგანი,
და სულშიც უცნობი "კატრინა" - ქარია,
ქამარში გარჭობილ ,,ნიკელის"
ნაგანის,
იმედით ვცხოვრობდი, თურმე რა
ხანია.

როდესაც გარეწრებს
მაგალითს - წვალებით,
ვაძლევდი, ამჩნევდნენ
ისინიც საღ ქცევას,

და თურმე ზურგსუკან იდგნენ
და თვალებით,
ელოდნენ მათ თვალწინ ჩემს
ბოლო წაქცევას,

თუმცაღა იმათი დედებსაც
შევეცი,
მგლებივით რომ დგანან და
ჰგვანან მიკიტნებს,
ცხოვრება სულ მართლა
იმად რომ მიღირდეს...
ცხოვრება მართლა რომ
სულ რამედ მიღირდეს,
ტუჩებზე შერჩენილ ნაკვალევს
ჰერპესის,

გახეთქილ ნაწილში
მივაყრი მარილს და,
მარილში დავმარხავ
წყენასაც, ჭეშმარიტს.

შენ გახსოვს, უფალო?
გამოცდა გამიცდა,
და შენთან მოსვლამდე
რამდენი მეხმარე,

ახლა კი თვალებში ცრემლები
გათოვდა,
და სკოლის საგანში
ჩაჭრილი ბავშვივით

ყინულის გული მაქვს. ჩემს ირგვლივ ატომთა,
დამდგარა ჰაერში უცნობი
კავშირი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები