ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
26 ოქტომბერი, 2021


William Shakespeare – Sonnet LI (51)

უილიამ შექსპირი - სონეტი LI (51) –  თარგმნა ოთარ ცისკაძემ

სიზანტის გამო ჩემს ცხენს ნაკლებ დავემდურები,
რადგან მომელის გამგზავრება გაუსაძლისი,
თავად მე არ ვარ შენგან სწრაფად წასვლის მსურველი,
დაბრუნებისას გაჭენდება ნებსით ხალისით.

ვეღარ აითრევს ფეხს პირუტყვი მომიზეზებით,
როს შენკენ მომქროლს მეგონება ნელი ავქარიც,
ქარზეც რომ ვიჯდე, ავაჩქარებ მასაც დეზებით,
მომეჩვენება უძრაობად ფრთოსნის ნავარდიც.

შორს მოიტოვებს ცხენს სურვილი ამბოხებული,
ნაშობს სრულყოფილ სიყვარულით ვიღა დაიჭერს,
ცეცხლოვან სრბოლას ვით აჰყვება დუნე სხეული,
ჯაგლაგის ნაცვლად თუნდაც ვიჯდე ფეხმარდ ტაიჭზე;

რადგან გამიხდა შენგან წასულს თანამზრახველად,
შენკენ გავუსწრებ ცხენს და აღარც გამათრახდება.

26 ოქტომბერი, 2021 წ.



William Shakespeare – Sonnet LI (51)


Thus can my love excuse the slow offence
Of my dull bearer when from thee I speed:
From where thou art why should I haste me thence?
Till I return, of posting is no need.

O, what excuse will my poor beast then find,
When swift extremity can seem but slow?
Then should I spur, though mounted on the wind;
In winged speed no motion shall I know:

Then can no horse with my desire keep pace;
Therefore desire of perfect'st love being made,
Shall neigh -- no dull flesh--in his fiery race;
But love, for love, thus shall excuse my jade;

Since from thee going he went wilful-slow,
Towards thee I'll run, and give him leave to go.


Sonnet 51 in modern English

This is how my love for you excuses the slow progress of my weary horse as I speed away from you: “Why do I have to hurry there?” There’s no need to race until I’m on my way back. Oh, what excuse will my poor horse have then when even the most extreme speed will seem slow? Then, even if I were riding on the wind, I’d spur. Even in that flying speed I would feel as though I weren’t moving. No horse could keep pace with my desire then. My desire, made of the purest love, will deny that he’s a horse of flesh and blood in his fiery race. But, Love, for the sake of love I’ll excuse my old horse like this: since he deliberately slowed down as I was leaving you, I’ll let him go altogether and run back to you.



Подстрочный перевод А.Шаракшане

Вот как моя любовь может оправдать медлительность
моего вялого коня, несущего меня, когда я скачу от тебя:
от того места, где находишься ты, зачем мне торопиться?
Пока я не буду возвращаться, в спешке нет нужды.

О, какое оправдание найдет тогда мое бедное животное,
когда и крайняя быстрота мне покажется медленной?
Тогда бы я давал шпоры, хотя бы ехал верхом на ветре,
в окрыленной скорости я не признавал бы движения;

тогда никакая лошадь не поспела бы за моим желанием;
[поэтому] желание, состоящее из совершенной любви,
с ржанием неслось бы -- не вялая плоть! -- в огненной скачке.
Но любовь, ради любви, так оправдает моего одра:

раз по пути от тебя он намеренно медлил,
по пути к тебе я помчусь вперед и оставлю его идти.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები