ეძღვენა ზუზუ ბეჟაშვილის ხსოვნას!
ნერვები, გვემა, ღერები, მრწამსი და ხელოვანის სასტიკი ღელვა. ჰო, ასე უცბად დაგვტოვა წამში და კუბოს თავთან დავდექით ყველა.
ჩვენ გაგვახსენდა სუყველას გვიან და არა მაშინ როდესაც შველა... უნდოდა ჩვენგან... ქარები გვიან... სინდისს და ამ ჩვენს უტიფარ ჩვევას.
თამბაქო, კვამლი, ღამე და დენთი, ფანჯარა იწყებს ჭრიალს და ზუზუნს. ის იწვა ძირს და ფიქრობდა ღმერთი; ვინმეს თუ ესმის რა უნდა ზუზუს...
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|