 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 13 დეკემბერი, 2021 |
უპირატესობას ვაღიარებ თქვენსას, ვინც მოიძიეს, ფრთხილად მოზიდეს, ადგილი შეურჩიეს, დარგეს, დაამყნეს, წყალი უსხეს, შემოუბარეს, შეათეთრეს, შეწამლეს კიდეც. დიდი მესერი შემოავლეს, რომ უცხო თვალს დახვედროდა ბარიერი, რომ მრუდე ხელის მქონეს სცოდნოდა სხვისი. თუმცა მომპარავს რა გამოლევს?! სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა, სხვაგან წავედი... უნაყოფოს ვერც მე მიწოდებთ. თუმცა, მესერი რას მიქვია, ერთი ცისა და ერთი მზის ქვეშ, მაინც ერთ ხმაზე გვაშრიალებს ის, რასაც ქარი ჰქვია. თქვენც და მეც, სასაფლაოს მაყურებელს, დაუნანებლად, უბარიეროდ, სიხარულით ხელწატანებულს. მსურს „არავისი და ყველასი“ მერქვას, ფშატი კი არა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, ანანე :-* კი ,ერთი შეხედვით ნათქვამია, სხვა რაკურსია უბრალოდ, აქ სიმსუბუქით შემოვიდა „არავისი და ყველასი“ და ონტოლოგიურის კართან აიტუზა.
მადლობა, ანანე :-* კი ,ერთი შეხედვით ნათქვამია, სხვა რაკურსია უბრალოდ, აქ სიმსუბუქით შემოვიდა „არავისი და ყველასი“ და ონტოლოგიურის კართან აიტუზა.
1. აზრი ხომ ახალი არაა, რუსთაველმა რამდენ ბრუნვაში თქვა ჯერ კიდევ, მაგრამ რა ლამაზად დაგიწერიათ. რა თავისუფლება და სილაღეა მესერს მიღმა.
აზრი ხომ ახალი არაა, რუსთაველმა რამდენ ბრუნვაში თქვა ჯერ კიდევ, მაგრამ რა ლამაზად დაგიწერიათ. რა თავისუფლება და სილაღეა მესერს მიღმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|