ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2021


სანამ ფიქრებიდან გადაქთქვამდე

ვუსმენ მელოდიას,უკვე დამეღალა როიალიც,
თურმე,ამ ცხოვრების მრუდე ბილიკებმა სად აღარ მატარა,
აღარც ბავშვი ვარ და აღარც ღამით შიში  ბოდიალის,
ღმერთო,ამ სისუსტემ უკვე საბოლოოდ გადამღალა.

თეთრად შეფერილი დღე,რომ მაიმედებს თოვლიანი,
გიშვებ უგზოუკვლოდ,ვბრაზობ უშენობას,თითქოს მაგრამ,
ნეტავ,ამ გულისთქმას,სულაც წაიღებდე….მოტრიალდი…
უკან გამოხედვას,ნუთუ ეს განვლილიც აღარ ჰკმარა?

ვთქვი,რომ აღარ დავლევ,ანდა რა დამათრობს მთებთან ახლოს,
დამრჩი სადღეგრძელოდ,თავად ბოლო ყლუპის ამოთქმამდე,
შენი წასვლის შემდეგ,ჩემი ლექსებია აქ,რომ სახლობს,
მანამ იქნებიან,სანამ ფიქრებიდან გადაგთქვამდე…

                                                              გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები