ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 დეკემბერი, 2021


ისრაელი სად არის, ევროპაში თუ აზიაში?

ისრაელი სად არის, ევროპაში თუ აზიაში?

ვისაც საქართველო გეოგრაფიულად ევროპაში ჰგონია,
გეკითხებთ:
1) ისრაელი სად არის, ევროპაში თუ აზიაში?
2) საქართველო სად არის, ევროპაში თუ აზიაში?
3) ევროპის კულტურის მოღვაწეების რომელი წარმომადგენელი არ არის ებრაელი, უფრო ადვილი დასასახელებელია, და რატომ გგონიათ, რომ ჭკვიან ებრაელებზე უკეთესად იცით, სად არის გეოგრაფიულად ისრაელი, ევროპაში თუ აზიაში?
4) სამხრეთი კავკასია ევრაზიის კონტინენტის რომელ ნაწილშია, ევროპაში თუ აზიაში?
5) თუ სამხრეთი კავკასია არც ევროპაა და არც აზია, მაშინ ცალკე კონტინენტია? რომელი ოკეანებით და ზღვებით არის გამოყოფილი სხვა კონტინენტებისგან, და განცალკავებული ან აზიისგან, ან ევროპისგან?
6) სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე აზერბაიჯანი სად არის, ევროპაში თუ აზიაში?
7) სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს სამხრეთით მდებარე, თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფი სოფელი სარფი, სად არის, ევროპაში თუ აზიაში?


კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)
26.12.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები