ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2022


ასე თუ ისე

ასე თუ ისე კარგი ვარ, მაგრამ
დედისერთა და დედით ობოლი,
წამართვეს გალი, სოხუმი, გაგრა
და მომინგრიეს რწმენის გოდოლი.

ასე თუ ისე მოვედი დღემდე,
დღეს არსებობა არის გმირობა...
გამიხსენებენ სიცოცხლის შემდეგ,
შემიხორცდება ყველა ჭრილობა.

ვხედავ, თვალებში მამჩნევენ სევდას,
სახსოვრად დამრჩა კარგი წუთები,
მჯერა: შევხვდები იმ ქვეყნად დედას
და გულმხურვალედ ჩავეხუტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები