[ ვნახე ზღვა ღელავდა. ზეცაც ელავდა. ქვიშას, ტალღები ღებავდა. და მინდორს ქარი თელავდა... ]
მოხუცი იჯდა, მდაბიო სკამზე, ფიქრებს ახრჩობდა ზღვის პირას, ნელა ნაპაზსს ურტყამდა, ის წამი წამზე კვამლი მიქროდა, მახლობელ ველად.
ცისფერ თვალებში, სიბნელე ჩანდა, და რითმებს ცვლიდა, წუთისოფელი მოხუცსს ცრემლები, თითქოს თვალს ბანდა ჯეჯილს ათრობდა, ფეხქვეშ მოფენილს.
კაცი ულვაშებში მკრთალად იცინოდა, ტუჩებს ეფინოდა ფრაზა : "აღარ ღირს" თვალის გუგებიდან, ცრემლი მოდიოდა, ცრემლებს გემო ჰქონდათ, ჭაჭის არაყის.
გულს ნელა სევდით ათრობდა, სხეულს კი მწარე ტკივილით. იცინოდა და ტიროდა, გაუგებარი ღიმილით.
კვამლს, ისევ ცაში გზავნიდა, კვლავ ხვნეშით ნაფაზსს ურტყამდა, ფიქრი, კვლავ შორით წავიდა, და უკვე, მძიმეთ სუნთქავდა
დღესაც, რომ თვალით გენახათ იგი, მეორედ, მზერას, ვერ შეჰბედავდით ვერც "რენუარი, ვერც პიკაცო და ვერც რემბრანტი" იმ კაცის მოხუც ჩრდილს, ტილოზე ვერ შეღებავდით !
წამოდგა ზეზე, კვამლი გამოუშვა, ცრემლი მოიწმინდა, ფეხი გაიმაგრა, ჯოხი მოიმარჯვა, ხვნეშა ამოუშვა, მიხვდა, ცხოვრებისგან, როგორც დაიტანჯა.
ცრემლი, კვლავაც წასკდა, ნაბიჯს აუჩქარა, ქუდი შორს ისროლა და წინ გაიჭრა, მანაც უკვდავებას, თავი დაუხარა და ლურჯი ღზვა, შიგ გულში დაიჭრა !
სკამი მდაბიო ვერ იქნება, ვერც წარმოსახვით, ვერც ტექნიკურად. ამის მერე მაინც წავიკითხე, რის ვაი-ვაგლახით. 1 სტროფში ჩატევდი ამ სათქმელს და ამდენი შეცდომაც და სუსტი ნაწილებიც არ იქნებოდა. არ გეწყინოს.
სკამი მდაბიო ვერ იქნება, ვერც წარმოსახვით, ვერც ტექნიკურად. ამის მერე მაინც წავიკითხე, რის ვაი-ვაგლახით. 1 სტროფში ჩატევდი ამ სათქმელს და ამდენი შეცდომაც და სუსტი ნაწილებიც არ იქნებოდა. არ გეწყინოს.