ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2022


* * *

ასამდე დავითვლი, ათასამდე, ღამეს გავათენებ მრავალჯერ,
გავხდები შენზე მეოცნებე და შენი სიზმრების დარაჯი,
კიდევ იმდენი დრო მექნება, შავ ფერს თეთრისგან გავარჩევ
და ყველა იმ ღამეს ვინანებ, როცა შენთან ერთად არ დავრჩი.

არ გიყვარს დაკრეფილი ყვავილები, შევწყვიტე მეც მათი მოწყვეტა.
მარტივი ყოფილა შენ გარეშე - ყოფნა არა, მაგრამ მოწყენა.
გფიქრობ, გფიქრობ, ფიქრი არ ილევა
და რომ იცოდე მერამდენე ცივი განთიადის მოწმე ვარ.

უკან მოვიტოვე ყველაფერი, ყველა შეცდომა და სისულელე,
სუფთა ფურცელი გადავშალე, ცხოვრება დავიწყე თავიდან
და რაც მთავარია შენთან ერთად, ყოველთვის შენს გვერდით მიგულე,
უშენოდ სიცოცხლე კი არა, ერთი დღის გათენებაც არ მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები