| ავტორი: ჯამბული ჟანრი: თარგმანი 16 იანვარი, 2022 |
ფარვიზ იაჰიალი ნატვრის შარბათი (ნოველა) ლეგენდის თანახმად, დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ გალაშქრვის მსურველი ადამიანის თავში მოსული პირველი ვედრება იყო ღმერთს პეპლად ექცია. თანდათანობით ამ ოცნების ფრთებით უსაზღვრო სიმაღლეებზე დაფრინავს. თავისუფლება, აკეთო ის, რისი კეთებაც გწადია, ქვეყნიერების ყოველი ბოროტებისგან თავის დაღწევის სურვილი გწვავს. ანგარიშიანი და დრომეხვალიე მეგობრებისგან შორს ყოფნა გინდა. ახალი ცხოვრების სიამით ტკბობის ხორცშესხმაზე ფიქრით ბრუვდები და ხალასი სიცოცხლის დაწყება გაზეიმებს. პეპლად გადაქცევა! ცხრათვალა მზისგან, ყვავილებისგან სიამოვნება, ფრენა რამდენიც ინება... და ისევ ფრენა... მის მიერ შექმნილ წარმოსახვით სამყაროში გაფრინდეს, გაეცალოს ყველაფერს, რაც მას ბოჭავს, როგორც ადამიანს. გაფრინდეს, სანამ ქანცი გაეცლება. და ისევ სურნელოვანი ყვავილებიდან ნექტრის ამოსრუტვა, ლურჯი ზესკნელის უსასრულო იდუმალებში ნიავისა და ქარის ფრთებზე უგონოდ დასვენება. და... და ანაზდად გამჩენისგან მოსული ძახილი მას პეპლად აქცევს. ნუთუ ასე იოლია ოცნება მყისვე რეალობად გადაიქცეს? ...გარდაიქცა და ეგ არის. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის. იფრინე, როგორც პეპელამ! ისიამოვნე! ყვავილების სურნელისგან გაბრუვდი! ადამიანების მიერ შექმნილ უსახურ ტაბუებს შეეწინააღმდეგე და დაამსხვრიე ისინი! დასცინე მათ დოგმებს! სიყვარულის თავისუფლებისკენ დაუცხრომლად აფარფატე ფრთები! მხოლოდ ერთი დღეღა გადის. ყვავილთა ნექტრები უგემოვნონი ხდებიან, გაზაფხულის უეცარი წვიმა კი მაყვალს უსიამოს ხდის. თითქოს ეს საკმარი არ ყოფილიყო, შაშვთა, მერცხალთა დევნა აიძულებს აფრინდეს და დაიმალოს. ის ხან იმალება, ხანაც ფრენის მიმართულების უცოდინარი წვიმისგან დასველებულ ფრთებს აფრიალებს. მან ძალიან კარგად იცის, რომ გამჩენი ამიერიდან ადამიანად აღარ გარდააქცევს. უცაბედად ქვემოთ თვალშეუდგამი ველი ჩნდება. იცნო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ადამიანური სიცოცხლისას თავის საუკეთესო მეგობრებთან ახლოს იყო. ფრთები ააფარფატა და მინდორში დაეშვა. აქ ხშირად სტუმრობდა მეგობარი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო დღეებში გაეცნო და რომელიც ნახევრად რეალისტური გრძნობებით მის ცხოვრებას უფრო მეტ სილამაზესა და მრავალფეროვნებას ანიჭებდა. გაკიდეგანებამ, ფრენამ გამოფიტა სრულებით. იმის გამო, რომ გამუდმებით ჩიტებს ემალებოდა, ვერანაირი ნექტარი დაიგემოვნა. სამალავში ხომ ყვავილის ნატამალი არაა... ცდილობდა გაეხსენებინა დღეები, როცა ჯერ კიდევ სხვა სახის ცოცხალი არსება იყო. ბინდ მოგონებებში გაარკვია, რომ ეს შაქრის ჭარხლის მინდორია, რომ მის ყოფილ თანამოძმეებს მიწიდან ჭარხალი ამოეღოთ. მინდორში დაგროვებული მრგვალი-მოგრძო ფორმის ჭარხლის გროვამ მიახვედრა, რომ მისი ყვავილობის პერიოდი კი არა, მოსავლის აღების დრო ყოფილა. მსხვილ ჭარხალზე დაეშვა და ღეროსა და ფოთლის შერწყმის ადგილიდან ნექტარი გამოწოვა. რაღაცნაირად ესიამოვნა, მშიერ კუჭზე გაძღომის გემო იგრძნო... „ეს რაა? შხამი დავლიე?“ თავბრუ დაეხვა, შაქრის ჭარხლის ჩრდილში განერთხა.. - ახალგაზრდაა, დიდი პერსპექტივები აქვს. გულახდილად რომ ვთქვა, მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად მის მიერ შემოთავაზებული სამეცნიერო ნაშრომის ჩემს სამეცნიერო სფეროში გამოყენებაზე ვფრთხილობდი. თურმე შევმცდარვარ. შეხედეთ, მინდორში ერთი პეპელაც კი აღარ დაფრინავს. ეს იყო ადამიანად დაბადებული და პეპლად გარდაცვლილის გაგონილი უკანასკნელი სიტყვები. Pərviz Yəhyalı Arzu Şərbəti (novella) Əfsanəyə görə oturuşmuş adətlərə qarşı üsyan etmək istəyən biri ağlına gələn ilk dua üçün Allahdan onu bir kəpənəyə çevirməsini təvəqqə edir. Yavaş-yavaş bu arzunun qanadlarında nəhayətsiz ənginliklərə uçur. Azadlıq, istədiyini etmək sevdası, dünyanın bütün pisliklərindən qaçmaq, təmənnalı dostlardan uzaq olmaq istəyinin reallaşağacığını ağılının ucundan belə keçirəndə sərməst olub, yeni həyatın şirinliyində büsat qurur. Kəpənək olmaq! Günəşdən, çiçəklərdən zövq almaq, istədiyi qədər uçmaq… Və yenə də uçmaq.. Qurduğu xəyal dünyasında insan olaraq buxovlandığı, bezdiyi hər nə varsa ondan uçmaq, nəfəsi kəsilənəcən uçmaq. Və yenə də qonduğu çiçəklərdən şirə çəkib, mavi göylərin intəhasız əsrarəngizliyində mehdən-küləyə, rüzgarların qanadlarında bihuş olmaq. Və… Və birdən haqdan gələn nida bir andaca onu kəpənəyə çevirir. Bu qədərmi asan, buncamı arzu anındaca arzuluqdan dönüb real olarmış ? … Oldu keçdi. Geriyə dönüş yox. Kəpənək olaraq uç! Zövq al! Güllərin ətrindən məst ol İnsanların yaratdığı pis tabulara meydan oxu! Ehkamlarına rişxənd et! Sevgi azadlığına doyunca qanad çal! Cəmi bir gün keçir. Çiçəklərin şirələri dadsızlaşır, qəfil yağan yaz yağışı moruqları tamsiz edir. Bu azmış kimi anadillərin, qaranquşların təqibi onu uçub gizlənməyə məcbur edir. O, gah gizlənir, gah da yağışdan islanmış qanadlarını çırparaq uçacağı səmti belə bilmədən vurnuxur. Lap yaxşı bilir ki, Tanrı onu bir daha insana çevirməyəcək. Birdən aşağıda ucsuz-bucaqsız tarla görünür. Hələ insan olduğu dönəmlərin ən yaxşı dostlarına yaxın olduğu məkan bilib, qanadlarını süzərək tarlaya enir. Bura onun üçün tanış məkan imiş. İnsanlığının son dönəmlərində tanış olduğu, bir az da yarımgerçək duyğularından rəng qatdığı dostu buralara tez- tez baş çəkərdi. Qaçmaq, uçmaq onu taqətdən salmışdı. Quşlardan gizləndiyindən heç bir şirə də dadmamışdı. Burada heç bir çiçək yoxdur ki…. Hələ başqa canlı olduğu zamanların yaddaşını xatırlamağa çalışdı. Alatoran xatirələr buranın şəkər çuğunduru tarlası olduğunu, çuğundurların onun keçmiş həmcinsləri tərəfindən torpaqdan çıxarıldığını özü üçün aydınlaşdırdı. Sahədəki yumuru - uzunsov çuğundur qalaqlarından hiss etdi ki, çiçək dönəmi deyil, məhsul yığımı zamanıdır. Böyük bir çuğundurun üzərinə qonub, gövdə ilə yarpaqların birləşdiyi hissədən doyunca şirə çəkdi. Əvvəl xoşlandı, ac mədəsində doymağın ləzzətini duydu…. Bu nədir ? Mən zəhər içmişəm? Başı gicəlləndi, şəkər çuğundurunun kölgəsinə yuvarlandı. - Gəncdir, prespektivi böyükdür. Düzü onun ziyanvericilərlə mübarizə üçün təklif etdiyi elmi işin təcürbə sahəmdə tətbiqinə ehtiyat edirdim. Amma yanılmışam. Bir baxın tarlada bir dənə də olsa kəpənək uçmur. Bu insan kimi doğulan, kəpənək kimi ölən birinin həyatda eşitdiyi son sözlər idi.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|