მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ციმციმა
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2022
აღარ დაბრუნდე
აქ მხოლოდ თავსხმა წვიმებია,
გული ფრთხალი და უამინდო ...
ცის სარტყელს ნატვრა მიბნევია,
თუმც დაიღალა უარით ,რომ
გრძნობს აქ ქარაშოტს დარაჯობენ
აკანკალებული სტრიქონები,
სადაც უგულო გამარჯობებს
არ მინდოდა და ვიგონებდი.
სადაც მაბნევდა ცის ელდები,
სადაც წვიმა და ქარი მცდიდა
აღარ დაბრუნდე, დასველდები,
გულიც ხო თითქმის გაგიცივდა.
აღარ დაბრუნდე, ირევიან
ღრუბლები ,სევდას ვერ აჯობებ,
აქ მხოლოდ თავსხმა წვიმებია,
აქ მხოლოდ ქარებს დარაჯობენ.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
მშვიდი და მელოდიური სევდაა
მშვიდი და მელოდიური სევდაა
იმდენად რამდენადაც.
2022-01-17 19:38:43
2.
5
5
ოთარ რურუა.
2022-01-16 13:35:26
1.
აღარ დაბრუნდე, დასველდები,
გულიც ხო თითქმის გაგიცივდა.
აღარ დაბრუნდე, დასველდები,
გულიც ხო თითქმის გაგიცივდა.
მანანა კაკაჩია.
2022-01-16 12:46:35
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
18.04.2026 08:03:42