| ავტორი: ჯამბული ჟანრი: თარგმანი 19 იანვარი, 2022 |
ფარვიზ იაჰიალი დეკემბრის საზამთრო (ნოველა) როგორც ჩანს, ვერაფერს ვგრძნობდი, რადგან გამოცდილი მძღოლი არ ვიყავი. გამვლელმა მანქანამ ავარიული შუქები ჩართო და გამორთო, შემდეგ კი ხელით რაღაცაზე მანიშნა. მანქანა გზის ნაპირას გავაჩერე. დავინახე, რომ უკანა მარჯვენა საბურავი დაშვებული ყოფილა. ბუნებრივია, ჯერ სათადარიგო საბურავის საფარი მოვხსენი, საბურავი გადმოვიღე, ქანჩგასაღები და დომკრატი ამოვიღე. სამწუხაროდ, სათადარიგო საბურავშიც არ იყო ჰაერი. ახლა გამახსენდა, რომ ჩემს მანქანაში ნასოსი საერთოდ არ მქონდა. ჩემგან დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი მეტრის დაშორებაზე თეთრი ჟიგული იდგა. როგორც წესი, ასეთ საბჭოურ მანქანებს ჩვეულებრივ, ნასოსი აქვთ ხოლმე, ამიტომ მასთან მისვლა გადავწყვიტე. კეთილი შესახედაობის ხნიერი აღსაკალი* კაცი გზის პირას საზამთროს ყიდდა. მას დახლზე ათი-თორმეტი საზამთრო ელაგა. - გამარჯობა, აღსაკალ, უფალმა მშვიდობა მოგცეთ! - ვუთხარი მე. - დიდი მადლობა, შვილო, - მიპასუხა მან და დაამატა - ტექნიკა აგიხირდა? - კი, აღსაკალ. ნასოსი ხომ არ გექნებათ? - არა შვილო! წინ სოფელ სიღირლისთან არის საბურავების შემკეთებელი. - კი მარა, როგორ... - პრობლემა არაა შვილო, მე წავიღებ, შევაკეთებინებ, ექვსი-შვიდი კილომეტრი არც იქნება. - აღსაკალ, მარცხვენთ, არ უნდა გაწუხებდეთ, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ მაქვს - ვთქვი. რადგანაც საბარგული საზამთროთი იყო სავსე, სათადარიგო საბურავი მანქანის სალონში ჩავდე. - არ ინერვიულო შვილო, ხელად შევაკეთებინებ და დავბრუნდები. თუ ვინმემ გააჩეროს და საზამთრო მოუნდეს, კილოგრამი ორი მანათი ღირს. სტანდარტულად, ყველა ათ კილოიანია. ოცი მანათი! - გასაგებია, აღსაკალ, - ვუთხარი. ამ ღვთისნიერი კაცის მანქანა ოდნავ დაშორებულიც არ იყო, რომ ერთმა AMC მარკის „მერსედესმა“ გააჩერა. მოუსალმებლად საზამთროს ფასის მკითხველ ახალგაზრდა მამაკაცს წამიერი ყოყმანის შემდეგ, ორი მანათი-მეთქი, ვუპასუხე. - ანუ, ცალი ორი მანათი? - არა, კილოგრამი, ცალი ოცი მანათი. - ამ დეკემბრის სიცივეში საზამთრო ვის რად უნდა. ცალში ხუთი მანათი მოგცე? - ჩემი არაა, პატრონმა დამავალა ცალი ოც მანათში გაყიდეო. ახალგაზრდა მამაკაცი უსიტყვოდ საჭეს მიუჯდა და წავიდა. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ მწვანე, ფერმკრთალმა „VAZ-011“ მარკის ძველმა მანქანამ გააჩერა. მანქანის მდგომარეობიდან ჩანდა, რომ ის მხოლოდდამხოლოდ გადაადგილებისთვის თუ გამოდგებოდა. მძღოლი 30-35 წლის შავგრემანი აზალგაზრდა მამაკაცი იყო. მანქანის უკანა კარიც ერთდროულად გაიღო. როდესაც ფერმიხდილი ახალგაზრდა მანდილოსანი ჩამოვიდა, მივხვდი, რომ ცოლ-ქმარნი იქნებოდნენ. საზამთროს ასარჩევად ორივე დახლს მოუახლოვდება. თურმე ვცდებოდი. ქალბატონი მანქანის უკანა მხარეს გადავიდა. მომეჩვენა, რომ მის ფერმკრთალ სახეზე ლაქასავით სიწითლე დაჰკრავდა. ყურადღების მიქცევა არაეთიკური კია, თუმცა შეუძლებელი იყო არ მეგრძნო მისი ზიდება. - სალამი ძმაო, ბარაქა! საზამთრო რა ფასში გაქვს? თუთიყუშივით ჩემს მეორე „კლიენტსაც“ იგივე ვუპასუხე. - ამ სიცივეში საზამთროს სიამოვნების გამო არვინ ყიდულობს - თქვა და მანქნისკენ გაბრუნდა. ქალბატონს გავხედე, რომელმაც უნებურად ცხვირსახოციანი ხელი პირზე აიფარა. იგი მანქანიდან ორი-სამი მეტრის დაშორებით იყო. როცა შემოტრიალდა და მანქანაში დაჯდომა დააპირა, ჯერ მარცხენა ფეხი გადადგა. უცებ ვერც კი მივხვდი საიდან გამახსენდა, რომ ქალბატონები სიარულს, როგორც წესი, მარჯვენა ფეხით იწყებენ. გავიფიქრე, ეს ქალბატონი შეიძლება ფეხმძიმედაა. - ძმაო, მაშ, თქვენ რა ფასში გნებავთ? ახალგაზრდა: - ხუთი მანათი მაქვს, მომცემთ? - რა თქმა უნდა, ინებეთ! ამასობაში აღსაკალის მანქანაც გამოჩნდა. რადგანაც ნახა, რომ ახალბედა მძღოლი ვიყავი, საბურავის გამოცვლაც თავის თავზე აიღო. დამშვიდობებისას ჯიბიდან ოცი მანათი ამოვიღე. - სანამ მოხვიდოდეთ, ერთი საზამთრო გაგიყიდე მეთქი, ვუთხარი. - ღმერთმა გაგახაროს, რა კარგია, შვილო! ხანდახან ისე ხდება, რომ სამ დღეში ერთ საზამთროსაც ვერ ვყიდი. მერე კი მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად მიმიპატიჟა, ერთი საზამთროც ჩემთვის ვიყიდე.
*აღსაჰკალი - თეთრწვეროსანს ნიშნავს, უხუცესის მნივნელობითაა ხმარებაში
Pərviz Yəahyalı Dekabr qarpızı (novella) Görünür yaxşı sürücü olmadığımdandır ki, heçnə hiss etməmişəm. Yanımdan ötən maşın qəza işıqlarını yandırıb-söndürdü və daha sonra sürücü sükan arxasından əli ilə nə isə işarə etdi. Maşını yolun kənarına verib saxladım. Arxa sağ təkərin havasız olduğunu gördüm. Təbii ki, ilk olaraq ehtiyat təkəri çexolundan çıxarıb, təkər açmaq üçün açarı və domkratı yük yerindən götürdüm. Təəssüf ki, ehtiyat şində də hava yox idi. Nasos isə ümumiyyətlə maşınımda olmadığı yadıma indi düşdü.
Məndən təxminən otuz-qırx metr irəlidə ağ rəngli jiquli maşını dayanmışdı. Adətən belə sovet maşınlarında nasos olur deyə yaxınlaşmağa qərar verdim. Üz-gözündən nüranıliyi ilk andaca sezilən yaşlı kişi yolun kənarında qarpız satırdı. Onun piştaxtasının üstündə on-on iki qarpız vardı.
-Salam ağsaqqal, bazar olsun!- dedim.
-Çox sağ ol oğul -deyə cavab verdi və əlavə etdi: - Texnika şıltaqlıq edir?
-Hə ağsaqqal. Nasosunuz olmaz?
-Yox oğul! Qabaqda Sığırlı kəndinə yaxın təkər təmiri yeri var.
-Axı necə…
- Problem deyil, mən aparıb hava vurduraram, altı-yeddi klometr ola-ya olmaya
-Dayı can xəcalət verirsiz, amma başqa secimim də yoxdur - dedim.
Ehtiyat təkərimi baqajında qarpız olduğundan maşının salonuna yerləşdirdim.
-Narahat olma, bu saat hava vurdurub qayıdacam. Əgər kimsə saxlayıb qarpız istəsə kilosu iki manatdır. Hamısı standart on kiloluqdur. İyirmi manat!
-Arxayın olun dayı - dedim.
Heç ağsaqqalın maşını uzaqlaşmamış bir AMC markal mersedes saxladı. Salamsız-kəlamsız qarpız neçəyədir soruşan gənc oğlana bir anlıq tərəddüdən sonra iki manat cavabını verdim.
-Yəni biri iki manata?
-Xeyir kloqramı, biri iyirimi manata
-Bu dekabr soyuğunda qarpızı kimdi alan. Birinə beş manat verim?
-Sahibi mən deyiləm. Mənə tapşırıb ki, birini iyirmi manata verərsən.
Gənc oğlan, heçnə demədən, sükan arxasına əyləşib, sürüb getdi.
Bir az keçmişdi, solğun yaşıl rəngli vaz 011 markalı köhnə maşın saxladı. Maşının vəziyyətindən hiss olunurdu ki, o yalnız ayağı yerdən üzməyə yarayır. Sürücü 30-35 yaşlı, qarayanız gənc idi. Maşının arxa qapısı da eyni vaxtda açıldı. Solğun bənizli gənc xanım düşəndə zənn etdim ki, onlar ər-arvaddır. Qarpız seçmək üçün ikisi də piştaxtaya yaxınlaşacaq. Amma zənnimdə yanılmışdım. Xanım maşının arxasına keçdi. Mənə elə gəldi ki, onun sifəti avazımış, üzündə ləkəyə bənzər qızartı vardı. Diqqət yetirməyin etik normalardan kənar olduğunu anlasam da, ancaq onun ögüməyini hiss etməmək mümkün deyildi.
-Salam qardaş! Bazar olsun! Qarpız neçəyədir?
Tutuquşu kimi ikinci “müştərimə” də cavab verdim.
-Bu soyuqda qarpızı heç kim kefindən almaz - deyə o, maşınına tərəf döndü.
Qeyri-ixtiyari əlini dəsmalla ağzına tutan xanıma baxdım. O, maşından iki-üç metrlik məsafədə idi. Çevrilib əyləşmək istəyəndə ilk olaraq sol ayağını atdı. Anidən, haradan yadıma düşdüyünü anlamadım ki, axı qadınlar əsasən yeriyəndə sağ ayağı birinci atır. Bəlkə də bu xanım boyludur fikirləşdim.
- Qardaş bəs siz neçəyə istəyirsiz?
Gənc:
-Beş manatım var, verərsiz?
-Əlbəttə! Buyurun götürün!
Ağsaqqal naşı olduğumu görüb, təkərin dəyişdirilməsini də özü etdi. Xüdafizləşmək məqamı çatanda, cibimdən iyirmi manat çıxarıb, siz gələnəcən bir qarpızınızı satmışam dedim.
-Nə yaxşı ay oğul. Elə olur ki, heç mən üç gündə bir qarpız sata bilmirəm.
Sonra isə onun qonaq olun deməsinə baxmayaraq bir qarpız da özüm üçün aldım.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|