ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 იანვარი, 2022


აკვანი

დეკემბრის მზემ სულში შემოაღწია,
ლექსებს ვწერ და მოყვრებს ვეალერსები.
დედამ ჩემი აკვანი თუ არწია,
ისე ვწამდი - ვერ გადმოვცემ ლექსებით.

დეკემბრის მზემ სულში შემოაღწია,
თქვენ კი გულში სიხარულად მევსებით.
ქართვლის დედამ აკვანი თუ არწია,
ვწამდით... ღმერთმა დაულოცა ფესვები.

დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა გააღმერთო დედისა და დედაშვილური სიყვარულის გარდა. ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ:

,,ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა“.

დედაჩემის სიცოცხლეში (1958‐2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამიგროვდა დედაზე ლექსები.

სასწაულის მოხდენა რომ შემეძლოს, პირველ რიგში დედაჩემს გავაცოცხლებდი, რადგან დედის გარეშე ცხოვრება - ეს იგივეა, ქართველი ადამიანი უცხო მიწაზე ცხოვრობდეს და სამშობლოს ნოსტალგია სტანჯავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, დედა ისე მენატრება, როგორც ზვიად გამსახურდიას ენატრებოდა საქართველო დევნილობაში ყოფნისას.

1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ. ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი ორი - სამი თვის დაწყებულია. თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“

მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.

დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ქარში ფრიალებს მანდილი,
ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს,
ვარ იდეებზე აღზრდილი
რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.

დედამ მირწია აკვანი,
ძუძუ მაწოვა ქართული,
არ ამრევია გზა-კვალი,
დავდივარ წელგამართული.

მხიბლავს ლამაზის დალალი,
მსურს ღვთისმშობელი მწყალობდეს,
გული-სუფთა და ალალი
სიყვარულისთვის გალობდეს.

ქარში ფრიალებს მანდილი,
ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს,
ვარ იდეებზე აღზრდილი
რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.

ჰოდა, სანამდე ვარსებობ,
სანამ მწვავს მზე, ათინათი,
მიყვარხართ ლამაზმანებო:
ნესტან-დარეჯან, თინათინ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები