თოვლი კი არა,სიყვარული მოვიდა ღამით და ჩემს მყუდრო სახლს შენი ფრთები შემოახვია, ვიღაც მაჩერებს...ყველა ბგერით და ყველა გამით... არ მსურს შევიგრძნო მისი ძალა, მისი მაგია.
ხარ ერთი გუნდა სიყვარული ჩემს ხელისგულზე, გადნობს ლექსიდან არეკლილი რევერანსები, ვგრძნობ ყველა სიტყვა ჩემს სივრცეში როგორ გუზგუზებს, და ვიყინები...ვიყინები მთელი არსებით.
მე ისიც ვიცი, არ დარჩება თოვლი დიდი ხნით, მაგრამ რომ მოთოვს ამაღამაც, ესეც ცხადია. ფიფქავს და თოვლი არდაწერილ სტრიქონს მითითხნის, ახლა ეს თოვლი სიყვარულის განაცხადია.