ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2022


აბუებისა

არაფერი სჯობს ღიმილს ბაგეზე,
ნათელს თვალებში და გამთბარ მზერას,
თუ არ  იღვიძებს მასში „მომუსი“
და მომღიმარის არ წამლავს  ხახას.
წუთს რომ საათად მოგაჩვენებს და
ყურში შხამივით ჩაგიღვრის „ჰა-ჰას“.

პლანეტა სწრაფად დატოვებს  ბაგირს,
ტახტრევანიდან გაიწევს
მზე -„რა“.
წარმეკვეთება სასო და უმალ
მსხვრევადი ხდება ჩემი ნაჭუჭი,
აუტოფობია მიპყრობს და მიჭირს,
ვნატრობ დასასრულს,
ნაღდს...
და მაყუჩით.

სიმართლე არის თვალის სინათლე,
გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, მაგრამ...
არ გესმით,  ან არ გსურთ რომ გესმოდეთ,
არა გკადრულობთ თქვენ  „დოჰუ მანა“.

ან ყველამ ერთად მოაღეთ პირი,
რომ გულისპირზე შევიხო დანა,
ან გამომკეტეთ ზევსის მოსვლამდე,
ოქროს წვიმამდე, როგორც დანაე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები