 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 თებერვალი, 2022 |
დავიბადე — 1987 წელს ქალაქ ფოთში.
გახლავართ — ლიტერატორი, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფიციალურ საბუთში მიწერია ,,ლიტერატორი“.
ვცხოვრობ — ამჟამად ფოთში.
ვწერ — ლექსებს, 2005 წლიდან. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ მოახდინა.
მიყვარს — კეთილი და განათლებული ხალხი.
ვეჭვიანობ — ეჭვიანი არ ვარ, ვფიქრობ, ეჭვიანობა უკურნებელი სენია.
ვპატიობ — ღალატის და დედის გინების გარდა ყველაფერს ვპატიობ ადამიანს.
ვგრძნობ — მოყვასთა მხარდაჭერას, გულშემატკივრობას.
მეშინია — ღალატის.
არ შემიძლია — უმადურობის ატანა.
გული მიჩუყდება — გულწრფელი ადამიანების ცრემლებზე.
ვკითხულობ — ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიმიწვდება. ძირითადად ვკითხულობ პოეზიას და პროზას.
ვეძებ — ისეთ მანდილოსანს, რომელიც თან ექიმი იქნება და თან ნაციონალური ცეკვების შემსრულებელიც. ????
ვბრაზდები — უპასუხისმგებლობაზე, უყურადღებობაზე.
ვიმახსოვრებ — ადამიანების სიკეთეს.
ვიცინი — ჯანსაღ იუმორზე.
ვინახავ — წიგნებს.
მწამს — სიყვარულის.
მსიამოვნებს — კარგ ადამიანებთან ურთიერთობა.
ვივიწყებ — წყენას.
მესიზმრება — დედაჩემი.
ვეხმარები — გულწრფელ ადამიანებს, როცა დახმარება შემიძლია, უარს არავის ვეუბნები თხოვნაზე.
ვუსმენ — გემოვნებიან მუსიკას, როგორც ქართულს, ასევე უცხოურს.
ჰობი — ჩემი ჰობია ჭადრაკი.
ვნანობ — საბედნიეროდ არაფერს ვნანობ.
მანაღვლებს — ჩემი ერის ბედი.
მენატრება — დედაჩემი მენატრება უპირველეს ყოვლისა.
სამშობლო — ჩემთვის არის სვეტიცხოველი, გელათი, ვარძია, ბაგრატი, იყალთო, გრემი. სამშობლო ჩემთვის სალოცავი ტაძარია.
რჩევა ავტორებს — ავტორებს ვურჩევ, რომ ყოველთვის გულწრფელად წერონ იმ თემებზე, რომლებსაც არასოდეს გაუვა ყავლი. როდესაც სხვის სიტყვებს გაიმეორებენ ლექსებში, აუცილებლად ჩასვან ბრჭყალებში, რომ მერე პლაგიატობაში (მითვისებაში) არ დაადანაშაულონ.
ერთი ლექსი —
ჩემი სამშობლო
ჩემი სამშობლო სულ სხვაა მაინც, აქებს მარაბდელს, მცხეთელს, ასპინძელს, ფალიაშვილი აქ წერდა ,,დაისს“, ვაჟა აქ თხზავდა ,,სტუმარ-მასპინძელს“.
ჩემი სამშობლო სულ სხვაა მაინც, პეშვით შემისვამს წყალი რიონის, აქ წინაპრების საფლავი არის, აქ განისვენებს გალაკტიონი.
ვერ შეგვაშინებს მტერი ვერანი აღმაშენებლის ჯიშის ქართველებს, ვართ პატრონები ტატოს ,,მერანის“, ჩვენს დაჭრილ გულებს დრო გაამრთელებს.
მწამს: მოვუყვებით შვილებს გმირებზე, დავზრდით თევდორედ, ცოტნედ, საჩინოდ, რომ კვლავ შევიდგათ უღელი მხრებზე და მომავალი გადავარჩინოთ.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|