 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2022 |
რატომ გგონია, რომ ოცნება მაინც ფუჭია, რომ ყველაფერი ხდება მუდამ ბედის კარნახით. ეს დედამიწა მეოცნებე გულებს უჭირავთ, ერთხელ სიზმარში შენც გექნება ალბათ ნანახი... რატომ გგონია, რომ ცხოვრება განსაცდელია, მზე ყოველ დილით ხომ გიგზავნის იმედს გზამკვლევად. უმღერე შენს შიშს უდარდელი აბა, დელია, სიმღერა შენი მოლივლივე სულის სარკეა! რატომ გგონია, რომ სიცოცხლე ჩირადაც არ ღირს, ჭიანჭველაც კი სიცოცხლისთვის ზიდავს ასჯერ მეტს. რატომ გაღელევებს შენზე როდის რას იტყვის ხალხი, შენს სისუსტეებს საქვეყნოდ ვინც გამოაჭენებს... ყველა ოცნება ცამდე ადის, მერე დაბარდნის შენი სახლის წინ ხუთფურცელა იასამნებად. არ აიკრიფო ოცნებების გუდა-ნაბადი, კარს თუ გიხშობენ, იცის ღმერთმა სარკმლის გაღებაც! რატომ გგონია, რომ ოცნება მაინც ფუჭია, რომ ყველაფერი ხდება მხოლოდ ბედის კარნახით. ეს დედამიწა მეოცნებე გულებს უჭირავთ, ერთ მშვენიერ დღეს გულის თვალი შენც რომ განახებს... 14.02.22
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარს თუ გიხშობენ იცის ღმერთმა სარკმლის გაღებაც! ბრავო ლამაზი ემოციებისთვის!!! კარს თუ გიხშობენ იცის ღმერთმა სარკმლის გაღებაც! ბრავო ლამაზი ემოციებისთვის!!!
1. სად ხარ მკითხველო? რა დრო იყო, როცა აქ ლიტერატურული პოლემიკა ჩქეფდა... :) სად ხარ მკითხველო? რა დრო იყო, როცა აქ ლიტერატურული პოლემიკა ჩქეფდა... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|