სულს უსასყიდლოთ მაჩუქებენ მუზის ღმერთები, ის ნაფერები შეჩვენებაც,ჩემი ფერია. როგორც მეძავი,კალამს თითქოს ისე ვნებდები... ვწერ და ეს ისეც,ჩემთვის უკვე ყველაფერია...
უტიფარ გრძნობებს ფურცლებისკენ მივერეკები, ნეტავ ვინ იცის ეს სიგიჟეც მერამდენეა, ჩემს წილ ალიონს ამაღამაც მივათენდები, მირაჟქცეული სიზმრებით რომ შენაფერია.
მზის სამეფოში მოექცევა ლურჯი აისი გულწრფელი გრძნობა ფიქრებს ცაში გაინადირებს, როცა ვნებები ნაჩვევ ტრფობას ვეღარ დაიშლის, კალამი ამ დროს სტრიქონებით გაინაპირებს....
ჩემი სამყარო გადამექცა ფურცლის ხედებით, შედევრის მსგავსი,ამ ფიქრებთან ვერაფერია, მე და კალამი სიკვდილამდე შევაბერდებით, ვწერ და ეს ისეც,ჩემთვის უკვე ყველაფერია!!! გურო როყვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|