ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2022


დამიანე.

თავი 1

  მატარებელი ბაქანზე მძიმედ შეჩერდა. მოუხეშავმა გამცილებელმა კიდევ ერთხელ ჩამოურა მგზავრებს ბილეთების გადასამოწმებლად, ხოლო როდესაც მიხვდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, უბეში გადამამულ მცირე ზომის ღვინის ბოთლს გამალებით დაუწყო ძებნა. უმეტყველო მზერით ირგვლივ იქამდე იყურებოდა სანამ არ გაახსენდა, რომ წინა გაჩერებაზე დარჩა თავის სასმელი, როდესაც სიგარეტის მოსაწევად დაბლა იყო ჩასული. თავი უსიამოვნოდ გაიქნია და შემდეგ ჩემსკენ მობრუნდა. ზაგრებიდან წამოსულს რიჟეკაში საკმაოდ დამქაცველი გზის გავლა მომიხდა, თუმცა გამცილებელმა ზუსტად ამიხსნა თუ როგორ უნდა მომხვდარიყავი მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქ ჰუმში. ქალაქამდე აწი ტაქსით თუ მოვხვდებოდი, რასაც მხოლოდ საათი დაჭირდებოდა. სასწრაფოდ მივაწოდე ბილეთი, შემდეგ კი ბარგს ერთიანად მოვუყარე თავი და გამცილებელს ხელის მოძრაობით ვანიშნე, რომ გამომყოლოდა. პირველივე შემხვედრ მაღაზიაში ბოთლი ღვინო და ერთი კოლოფი სიგარეტი ვუყიდე, რის მერეც ხელი ჩამოვართვი და დავემშვიდობე, რომელიც საერთოდ აღარ ჩანდა მოუხეშავი. სწრაფი ნაბიჯებით მალევე გავცილდი იქაურობას და ერთი სული მქონდა, როდის შემხვდებოდა ტაქსი, რათა მალე ჩავსულიყავი ჰუმში. გზა გადავკვეთე  თუ არა პირველივე მომავალი მანქანა გავაჩერე და ჩემი „დამტვრეული“ ხორვატიულით შევეცადე ამეხსნა თუ სად მინდოდა. მძღოლი ტურისტების გაურკვეველ საუბარს აშკარად შეჩვეული იყო და მოკლედ, ჰუმისკენ დავიძარით. მხოლოდ 40 კილომეტრი მაშორებდა სანატრელ ქალაქთან და ამასთანავე ინტერესი შინაგანად, შემაწუხებლად და მოუსვენრად მღრღნიდა. გზად გაწვიმდა და თან ისე, რომ მანქანა მოსახვევში მოულოდნელად შეტორტმანდა, რა დროსაც მძღოლმა სიჩქარეს უკლო. წინ არაფერი ჩანდა. იმდენად დავიძაბე, რომ ხელგულებიც კი გამიოფლიანდა. მძღოლს ვთხოვე დროებით გზიდან გადასულიყო და ასეც მოიქცა. სავარძელს მშვიდად მივეყრდენი და სიგარეტს გავუკიდე. მასაც შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა. გზად პატარა კრებული მქონდა წამოღებული დროის გასაყვანად და ვიფიქრე რატომაც არა თქო?! თუმცა კითხვა დაწყებული არ მქონდა, რომ რადიო ჩართო მანქანაში და მუსიკას მთელ ხმაზე აუწია. წამით სურვილი გამიჩნდა, რომ მისთვის ჭკუა მესწავლებინა, თუმცა საბოლოოდ მივხვდი, რომ მგზავრობისგან ვიყავი გადაღლილი და უბრალოდ ხმამაღალი მუსიკა მაწუხებდა. გადავწყვიტე არც მისთვის დამერღვია ჰარმონია და მეტი ყურადღებით გავაგრძელე კითხვა. გარკვეული დროის შემდგომ თავისთვის გამომხედა და მუსიკას ოდნავ დაუწია, როგორ ჩანს მიხვდა. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდგომ მოძრაობა გავაგრძელეთ. ქალაქამდე ცოტა რჩებოდა, რაც მღელვარების შეგრძნებას სულ უფრო ამძაფრებდა. ყველაფერი ჩანთაში ჩავაწყე, ნელნელა გავემზადე და ღრმად ჩავისუნთქე. მძღოლს მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არ გაუცია. ეტყობოდა, რომ ტურისტებს დიდათ არ წყალობდა. ერთ მოსახვევს, მეორე მოჰყვებოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს მთელია დღე ამ გზის დასრულებას ვუცდიდი. კიდევ ერთი მოსახვევი და ისევ წვიმა. მოძრაობა კვლავინდებურად ნელა განვაგრძეთ,  თუმცა მოულოდნელად მანქანა ისევ შეტორტმანდა. მძღოლმა საჭის გასწორება სცადა რა დროსაც მთლიანად მოცურდა და საპირსპირო მხარეს უხეშად გაჩერდა. სასწრაფოდ მანქანიდან გადავიდა. სულ მთლად დასველდა და თან თავის ენაზე ბრაზობდა. მისახმარებლად გადავედი რა დროსაც მანიშნა, რომ ხელით მივწოლოდი მანქანას, რათა რამენაირად საპირისპირო ზოლიდან გაგვეყვანა. სხვა რა გზა მქონდა?! შორიდან ჰუმის ლამაზი სახლების მცირე ნაწილს მოვკარი თვალი. უზომოდ გახარებული მძღოლს გვერდით ამოვუდექი მისთვის გაუგებარი ღიმილიანი სახით და ერთად ვაწვებოდით გაფუჭებულ მანქანას. ალბათ იფიქრა, რომ მთლად საღ ჭკუაზეა არ უნდა ვყოფილიყავი. ამასობაში ერთადერთი რაც მახსოვს გამაყრუებელი სიგნალის ხმა და დიდი განათებები, რომელმაც თვალი მომჭრა. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და გადამერჩინა, თუმცა წამებში საბურავების მუხრუჭის ხმა ბევრად ახლოს ვიგრძენი ვიდრე უწინ. უკვე გვიანი იყო. როცა თვალი გავახილე ჩვენი მანქანისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, შევეცადე მძღოლისთვის მაინც მომეკრა თვალი, თუმცა, როდესაც ჩემგან ოდნავ მოშორებით სქელლანჩიანი ფეხსაცმელი შევნიშნე  მის ფეხთან ერთად, ტკივილის ცივმა შეგრძნებამ მთელ სხეულში დამიარა და თვალებსაც უწინდებური სიმძიმე დააწვა. ვერ გადავრჩინე.

                                                          დაბადება

მამაჩემისთვის, რომ გეკითხათ დამიანე ყველაზე ლამაზი სახელი იყო, რაც კი ცხოვრებაში სმენია, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ცხოვრება ჰქონდა? ბიჭი კილო და რვაასი დაიბადა, ხოლო როცა სახელი და გვარის ჩასაწერად მორიგე ექიმს მიადგა მან გარკვევით თხოვა, რომ ეს უცნაური სახელი მას თავად ჩაეწერა. მამა სწორედ ასეც მოიქცა, სახეზე უხეშად გაზრდილ წვერზე ხელი ნერვიულად მოისვა და პაუზის შემდგომ დაწერა: დამიანე მამასახლისი. გვარიც კი ისეთი ჰქონდა, რომ თითქოს უკვე 30 წლის საზოგადო მოაღვაწე დაიბადა და არა პატარა ბავშვი სახელად დამიანე. ორი დღის უძინარი და გადაღლილი დერეფანში მოსასვენებლად სკამზე ჩამოჯდა, იფიქრა ცოტა სულს მოვითქვამო, თუმცა სად დაცალდა ?! ექიმებმა სამშობიაროში ნამდვილი განგაში ატეხეს, როდესაც პატარა ბიჭის გულის ცემა აღარ ესმოდათ. მამა ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს და ის იყო თითქოს უნდა მიეძინა, რომ მისთვის ნაცნობი სახელი მოესმა. დამიანე? მყისვე ადგილიდან მოსწყდა და ექიმებს გააფთრებული დააცხრა, ვისგანაც ბუნებრივია ვერას გზით ვერ მიიღო საჭირო პასუხები, რა დროსაც იქვე მდგარ სკამს ხელი მოკიდა და მთელი ძალით ფანჯრებისკენ ისროლა. მინები ერთის მიყოლებით ძირს ჩამოიშალა, რასაც მოსაცდელში სრული განუკითხაობა მოჰყვა. ბავშვი მანახეთ... არა ადამიანური ხმით ღრიალებდა. დაცვის თანამშრომლები მის შეკავებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ადამიანის სახე ერთ წუთში დაკარგა, დაჭრილი ცხოველით არა ამქვეყნიურ ხმებს გამოსცემდა. დამიანე... იმეორებდა და იმეორებდა იმ იმედით, რომ თუნდაც ერთ საკადრის და დამსახურებულ პასუხს მიიღებდა, როგორც მშობელი. მღელვარება მას შემდეგ იკლო, როდესაც გაიგო, რომ ბავშვი უკეთ იყო, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ერთი სიახლე. იმ დღეს სამშობიაროში მორჩილაძეების ოჯახს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინათ და ისიც სახელად დამიანე. სწორედ მათ ახალშობილზე იყო ატეხილი მთელი ეს ამბები. დამიანე მამასახლისი და დამიანე მორჩილაძეს მშობლები? - იკითხა ექიმმა. ორივე პატარა, თავის დედიკოებთან ერთად თავს კარგად გრძნობენ, გილოცავთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები