ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Oscar Kempff
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2022


  ჩამოტვირთვა

უსასრულო

უსასრულოა ყოველ ღამე ფრენათა რიცხვი
ტალღის დარტყმა , ბგერა ტანში ხანდახან..
ქალის სახის მეტყველება , გამომთბარი მზერა მისი
ეპარება სუსხის ბოლოს განათებულ ჩირაღდანს ..

უსასრულოა ყოველ ღამე გაცისებული თვალობა
მწრკივი ასვლა – ჩასვლისა , მისვლა – მოსვლისა
უსასრულოდ მთავრდება დასასრულის მთავრება
როგორც იქნა, ეს ხმა და ეს მზერა გადმომეღირსა!

უსასრულოდ იწელება გაწძოწილი ტუჩები
ვსუნთქავ ყელისაგან წამოსურნელ მტვრსითბოს
ტეხილ ქარებს მომღიმარი მივები..
ხელებს გასანთლული ღაწვებითღა ვითბობ..

უსასრულოა ყოველ ღამე ხმები ქარისა, მეხთატეხისა
ბგერთა გლეჯისა , ამოსუნთქული ხვეწნის სისხლი ,
ჩამოწვიმული , ჩამოწურული წყრომა ზეცისა,
მრავალჯერ ასრულებული, ნაგრძნობი სიტყვის..

უსასრულოა ყოველ ღამე ამონათების ჟამთა ბრუნვა,
წლებს ბრწყინვალებისთვის გალამაზებულ ლისტის
მკვდრეთით აღდგომა , სამარის კარამდე ამოწურვა
აღ-სულების არევა, ორასწლის განოტებული ფაუსტი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები