 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 მარტი, 2022 |
2007 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“-ში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი „ბესლანი“, რომელიც ბესლანში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა. სპექტაკლმა უდიდესი ემოცია დატოვა დამსწრეთა შორის, ახლაც მახსოვს სპეტაკლის შემდგომი ემოციები, მთელი დარბაზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გულწრფელად სტიროდა.
2004 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ბავშვები, სკოლის მოსწავლეები შეეწირნენ. ბესლანის ტრაგედიასთან დაკავშირებით ეს ლექსი დავწერე:
ბესლანის ტრაგედია, 2004 წელი
ჩვენ ვშიმშილობდით, მაგრამ შიმშილი ბესლანის ცეცხლთან არაფერია. მოგინდებოდათ ბავშვი გეშვილათ - პატარა ბიჭი, ანდა ფერია.
სხვები თუ ერთურთს თვალებით ჭამდნენ, ბესლანში იყო ბავშვთა მკვლელობა... და ადიოდა გოდება ცამდე, მთელი ქალაქი შველას ელოდა.
მაგრამ აღმოჩნდა ყველა უძლური, ცეცხლში იწვოდა სკოლა... კარავი, და ბავშვებს - გაზრდილთ დედის ძუძუთი არ იბრალებდა იმ წელს არავინ.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|