ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციმციმა
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2022


გაცილება



იქ, სადაც სისხლს ღვრის ოკუპანტი,
მტრედებს გულს აგლეჯს და ფრთებსაც ახევს,
ყველა ოცნების პირს მოვკუმავდი,
ოღონდაც მშვიდობით დამენახე.

გეძახის შურის საძიებლად
ქართული ცრემლის  დანთხევისთვის,
მავთულხლართების კარნიზებთან
ჩანს ბრძოლის ველი თავხედ ნისლში.

მიდიხარ, არ მსურს შეგაჩერო,
მეც უკვე იქ ვარ რა ხანია,
რუსეთს ჰგონია შევარჩენთ, რომ
ჩვენი ყვავილები გამხმარია.

მიდიხარ, ბოლო ჩახუტება,
ბოლო გამოხედვა... ნაიმედარს
გული მონატრებით მეხუთება,
უკრაინის სევდამ  დაგიბედა.

ოცნებებს შენზე ვამყარებო...
იმედი ომშიც იშოვება,
კბილი კბილისა წილ, საყვარელო,
წადი, გიწინამძღვროს ღვთისმშობელმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები