გამიმყიფდნენ სიტყვები, რადგან ღრმავდება უფსკრული უკან და ნილ, დადგა დრო, როცა ტყულებმა წამოკრიფეს თავიანთი ნარჩენები . სიცრუის ველებს ვემშვდობებით, წინ გაიხედე, სიმარტოვის კუნძულები სულაც არ არიან საშიშები, როგორც გვეგონა. ჭაში დარჩენილი ოცნებები ჩუმად ტირიან და დრო არის ამოიქოლოს ყველა კარი.
ჩვენ დიდი ხანია ვიცით, როგორ ვიაროთ უკაცრიელი სიცარიელის ქვიშის მდელოზე. არაფერია წინ, არაფერია უკან, ტკივილიც მორჩა? მხოლოდ ზღვრები წაიშლა, ნილ!
ყალბი ფერების სამყაროში ჩამოიღვენთა ყველა კედელი მხოლოდ სულში დარჩენილი ღრმული დაგვრჩა ნიშნად იმის, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია სუნთქვა. მხოლოდ სულში დარჩენილი ღრმული გვახსენებს, ჯერ კიდევ დარჩა დღეები, რომ ვითამაშოთ სიცოცხლობანა.
უკან ხიდები იწვის სიცრუის ველები კი ეშვებიან უფსკრულებში, ნილ, ალბათ, ასე არასდროს გვიცეკვია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|