კაშკაშა მზეს თუ თვალს გაუსწორებ, თვალდახუჭულიც დაინახავ. თუ მზეს ვერ ხედავ, ნათურაზეც იგივე სცადე, თუნდაც სარდაფში, ვოლფრამის ძაფი თან გამოგყვება, ცოტახნით მაინც...
ზოგჯერ ბავშვობის თამაშებში გაბრუნებს ომი. ზოგჯერ გზა ხდება ვოლფრამის ძაფი, როცა ომიდან ჩამოსულს ელი. თვალწინ მოკლული შვილის თვალი გადააყლაპეს დედას - აფხაზეთის ომის "კარწინკა".
დაბომბილ საბავშვო მოედანზე, ფერად საქანელას არწევს ქარი, ველოსიპედს ჩაჭიდებული ცხედარი გზაზე - უკრაინის ომის "კარწინკა".
რუხი, მოშავო ნანგრევის ფონზე, ფეხშიშიშველი, შეშინებული ბავშვი, სახით: "ჩვენ სხვანაირი ყოფა არ ვიცით" - სირიის ომის "კარწინკა"...
აღარავის რომ ედარდებით, ბრალი თქვენი, ვანია, კაწინკა, თუმცა ვიცი, ომი ომია, ყველა სიცოცხლეს თანაბრად სტკივა, გვეთქმევინება, რომ სამართალი ურმით დაღოღავს, მაგრამ საცა არს, ოდესღაც მივა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. შემზარავი "კარწინკები" ...
და ვაი ვანიებს და კაწინკებს...
შემზარავი "კარწინკები" ...
და ვაი ვანიებს და კაწინკებს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|