მოიყვანე, ბიჭო, ცოლი, - მთის შველივით მშვენიერი... გაიხარე მასთან წოლით, მსურს გიხილო ბედნიერი.
გადიწვინე მკლავზე ქალი, ერთზე მეტი დადე ლელო, მინდა გყავდეს ბევრი შვილი, - ლამაზი და სასახელო.
სადიდგორე, საშამქორე, ძენი დაგეტოვებინოს, ეამაყოს ყველა დავითს, თამარს, ლაშას, ცოტნეს, ნინოს.
შეისმინე, ჩემი, ოთარ, ნუ ბერდები ასე მარტო, მოიყვანე, ცოლი, მაგრამ არასოდეს უღალატო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|