| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 21 აპრილი, 2022 |
ჯერ აქსეინოს და მერე თურმე, ზღვა გარდაქმნილა თურმე ევქსინად, ელინთა ნაშთებს მივაგნეთ უკვე, აქ მათი კვალი ვპოვეთ მეტწილად. სამყარო იგი ბრწყინავდა წინად, დრომ შეანელა რაიც ვერაფრით, ის ქარიშხალში ვერ ჩაიძირა, მზეგადასულიც ბრწყინავს ფერადი. რამდენი დიდი ვინმე და რამე სივრცეებს გასწვდა იმ წარსულიდან, საუკუნეთა დაუსხლტა მკლავებს, მისი მარწუხით დიდხანს უვლია. თითქოს ევქსინი მისკენ ეძახდა მათ, მრავალს ქმნიდნენ ვინც ოიკიებს, კიდევ სხვაგანაც "სჩანან" ჩვენთან აქ, სამკვიდრო ბევრგან მათ მოიძიეს. ჯერ აქსეინოს და მერე თურმე, ზღვა გარდაქმნილა თურმე ევქსინად, ელინთა ნაშთებს მივაგნეთ უკვე, აქ მათი კვალი ვპოვეთ მეტწილად.
14.04.2022
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბერძნულად არაა ორი ლ-თი? ბერძნულად არაა ორი ლ-თი?
1. ელადა, ორი ლ არ უნდა+3 ელადა, ორი ლ არ უნდა+3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|