ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 მაისი, 2022


ჯალა

#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

ჯალა

    რა არის წლები! -
  - ახალგაზრდა რომ ვიყავი, სულ ახალ-ახალ ფილმებს ვეძებდი. ახლა -
პირიქით.
წუხელ,  ბელმონდო რომ არის მთავარ როლში, ,,პროფესიონალი” ვიპოვე და ფინალში გავსკდი ტირილით.
    ახლა ვიღას ეხსომება. ასეთი ამბავია:     
საფრანგეთის დაზვერვა “ტვინს დაუმუშავებს”  ერთ სნაიპერს, (ბელმონდოს), რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი, ჯალა  - ცუდი კაცია და მოსაკლავია.
    წავა ეს საწყალი დავალების შესასრულებლად, დაიჭერენ, რამდენიმე წლით აფრიკაში ციხეს ახეხინებენ. იქიდან გამოვა და დავალება ხომ მაინც შესასრულებელი აქვს, როგორც პროფესიონალს, არა?
უნდა, რომ აფრიკელი  ჯალა მოკლას, ამასობაში კი საფრანგეთის ხელისუფლებას ჯალასთან საერთო ენაც უნახავს, დამეგობრებია და რაკი ბელმონდო თავისას არ იშლის,
თუ გახსოვთ, ვინაა მოსაშორებელი ახალი თაობის  ვინმე, ფრანგი სნაიპერის მიერ?
ყოჩაღ, გხსომებიათ!
ტყვია რომ გავარდა, აი, აქ ავღრიალდი…

  ჩემო ძვირფასო ორთოდოქსო ,,ბაქრაძე დარიანისტებო”!
      მე შეიძლება უგულო ადამიანად მოვჩანდე  ხანდახან, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ სინამდვილეში ერთი გულჩვილი პოეტი ვარ და რომ ვუყურებ თქვენს მდგომარეობას,  ახლა,  როცა გვიან,  მაგრამ მაინც, ა. წ. 12 აპრილს  ,,კავკასიურ სახლში” გამართული კონფერენციის წყალობით, საბოლოოდ, დოკუმენტურად  დადგენილია, რომ “დარიანული დღიურების” ავტორი პაოლო იაშვილია, აწ უკვე სიყვარულში შეზავებული სიბრალულით ვფიქრობ თქვენზე:
- როგორი ბოლომდე მიმნდობი და პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები აღმოჩნდით!
    ახლა, ვითარების შეცვლის მიუხედავად, როგორ ვერაფერს ხვდებით და ძველებურ აქტიურობას განაგრძობთ,  “ჯალა უნდა მოკვდესო”!

ახლანდელი საქმე  და ვითარება კი ასეა:
    ელენე ბაქრაძისაგან კერპის შექმნით და “დარიანული დღიურების” ავტორად მისი  გამოცხადებით,  ფსევდო-ფემინისტებმა ათი წლის მანძილზე უკვე  მიიღეს ყველანაირი ფინანსური, მორალური  და აშ., მოგება; წიგნიც -  მეორედ გამოსცეს, შიგ ისევ პაოლოს ლექსების შეტანით.
    ანუ, შესაბამისად, პაოლო იაშვილი, რომელმაც სწორედ ღირსების გამო,  1937 წელს მწერალთა კავშირში სანადირო თოფით თავი მოიკლა და რომელიც ამბობდა, “როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან, ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდაო”, თავისი ფსევდო- ფემინისტური საქმიანობით,  როგორც კაცი - საბოლოოდ დაასამარეს: გამოიყვანეს რა მოძალადედ, მძარცველად, უღირს  ადამიანად!
    .. და  მათ სხვა აღარაფერი აქ აღარც აინტერესებთ, ჩვენი გაჩუმების მეტი.
  ერთ ამბავსაც აქვე გაგიმხელთ -  ეს,    საკუთრივ  პაოლოზე კი არა, მასზე, როგორც ქართული ლიტერატურის ისტორიაში პირველი,  პრინციპულად მასკულინური გაერთიანების ,,ცისფერი ყანწების” შემქმნელსა და მთლად  თავკაცზე, ანუ მამაკაცთა გაერთიანებაზე  მიტანილი ფსევდო-ფემინისტური იერიში იყო და    ,,ტრიუმფიც” -  რახანია, ნაზეიმები აქვთ.
    ისინი, როგორც ვთქვი,  უკვე მეტ გამოსარჩენს აქ  აღარაფერს მოელიან. მხოლოდ ის უნდათ, რომ დღემდე ნაჭამი შერჩეთ;
      უკვე სხვა დიადი  მიზნები აქვთ და მოხარულნი იქნებიან,  ხელს თუ არ შეუშლით და საშუალებას თუ მისცემთ, უკვე დაივიწყონ  ნაჭამ-მონელებული, საზოგადოებასაც დაავიწყონ ეს ყველაფერი და სხვა გამოსარჩენი,  ,,კარმუშკა” ეძებონ ჩვეულებისამებრ -  არა,  როგორც ლიტერატურის  ქომაგ-მიმხედავებმა,  არამედ როგორც ჩვენი ლიტერატურულ- კულტურული  მემკვიდრეობის აქტიურმა, სათავისოდ  მომხმარებლებმა;
განაგრძონ  საზრდოობა  ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის გამაუპატიურებელი,  უცხოური ფულებით დაფინანსებული  სხვა, რაიმე, ახალი პროექტებით.

  პატივს ვცემ თქვენს გულუბრყვილო პატიოსნებას, მაგრამ იქნებ მიმოიხედოთ და ახალ რეალობას  მართლა დაუფიქრდეთ!
  ჩვენი მიზანი - იმის გადარჩენაა, თუ კიდევ რაღაცის გადარჩენა შეიძლებოდა მათი ავნამოქმედარიდან. ვიცით, ეს გარკვეულწილად, დონ კიხოტურია, რადგან ამხელა მასმედიას, სადაც თავისი აზრები  ავრცელეს და დაამკვიდრეს,  ჩვენ - ცარიელი ხელებით, ბევრიც რომ ვეცადოთ,  უკვე ვეღარ მოვერევით, მაგრამ როგორც იტყვიან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მე?
მე - ძველი ცოდნა ამერიკაში არად მარგია და გიორგი ლეონიძის პარაფრაზს რომ მივმართო,  ტვინსაც უნდა, მეგობრებო, ბერტყვა, როგორც ხურჯინს, ვიდრე  ამერიკულ, ტკბილ სიბერეს  საბოლოოდ მივცემდე თავს…
რა ბრძანეთ?!
აკი მანდ ჩამოსვლას და  მუზეუმის დირექტორობას ვაპირებდი?
გაგიმხელთ ამ საიდუმლოსაც:
უკვე დავადგინე, რომ მაგ ხმებს სწორედ ის მივრცელებდა, მუნდირ-ეპოლეტები რომ უკვე მოზომილი აქვს და თვლის, რომ მისი გადირექტორება  მხოლოდ დროის ამბავია.
მინდა გჯეროდეთ, რომ მაინც მიყვარხართ.
თავს მიხედეთ!

გულწრფელად თქვენი

ნინო დარბაისელი სტრონი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები