ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მაისი, 2022


ჭადრაკი

ძალიან მიყვარს ჭადრაკი და ჭადრაკის თამაში. შემიძლია მთელი დღე - 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ვითამაშო, გავარჩიო პარტიები და ამოცანები. ჭადრაკის თამაშის დროს არაფერზე ვფიქრობ, გარდა ჭადრაკისა. ეს პირველ რიგში ბაბუაჩემის დამსახურებაა. მან შემაყვარა ჭადრაკი, ხშირად მამარაგებდა ჭადრაკის წიგნებით.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
ხან ვიგებ... ხანაც ვაკეთებ ყაიმს,
ცხოვრებაც არის თამაში, მაგრამ
სერიოზულად აღვიქვამ მაინც.

თავად ვარ ის, ვინც ჩემს ბედს განაგებს,
მეპატიება მეც რაღაც ზოგჯერ,
მაგრამ ჩემს ტაძარს თუ ვერ ავაგებ,
დამკარ ხმალი და მარჯვენა მომჭერ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები