| ავტორი: ტირპიც ჟანრი: პროზა 16 მაისი, 2022 |
შავფერ ღრუბლებმა შემოიკალთა ბუმბერაზი ხიდი, რომელიც ერთ უბედურ დღეს სრულიად გადაიფშვნა. რაოდენ სრულია სიჩუმე ირგვლივ, ბნელეთ ნათელში, შემოსილი უბინადრო სულებით. მოხეტიალე ელფერებით, რომელთა განცდა მარტოობისა ტოვებს გრილ ნაბიჯებს უკაცრიელ არემარეზე. აუტანელი ძალა ქაოსის, გადმონთხეული კა’ესის გადამსკდარ მხრებზე, დღემდე იხრწნება ცოდვილ მიწაზე იარაღი ოდესღაც მზეგამძლე, მთამჭრელი სისწრაფით ელვის. “ღმერთებს შემყურე ვცდილობ არ დავეცე, ვცდილობ არავინ გამომრჩეს მაგრამ ამაოდ. ცვენა ცხედართა წყეულ მიწაზე უთვალავია. უსახლკაროდ დარჩენილი მეომრების განცდა ტანჯული აუტანელი. ოჰე ! ქაოსო... შეინდე შენს კალთებში გამოზრდილი შვილების ნაშიერები.” რკინანარევი ლოდები ყრია ერთმანეთზე უპატრონოდ. არავის აქვს მცირეოდენი მაინც სურვილი, ესტუმროს ოდესღაც აყვავებულ მიწას, გაჟღენთილს უკვდავი მდინარეებით. სულწასულ სხივს ირეკლავს დასერილი აბჯარი არაერთი, წითლად ამღერებული ოქროდროს კლდე იჟანგება თავისივე კუნთებში გადაბოჭილი. ღმერთებო, რაოდენ სასტიკი ომი გაჩაღდა წყეულ მიწაზე. სამ განუმეორებელს შორის გადახლეჩილი ბზარი ესოდენ ხმაურიანი, ვინ იფიქრებდა რომ ერთ დღეს დიდებულთაგან გაჩაღდებოდა სრესა აქამდე არნახული. უთვალავ მანძილს იქით გადასროლილი, იმპერიის ერთგული მეომრები ერთბაშად უმკლავდებოდნენ ქაოსის შემოპარულ მტრებს და ბოლოს ერთმანეთსაც კი დაერივნენ. მახვილი, აღმართული ზეცაში სამატორთაგან ასულდგმულებდა ახალშობილ მეომრებს მანამ, სანამ უფრთო ანგელოზები დაეშვნენ ბედკრულ მიწაზე და დაერივნენ თოთო სულით აყროლებულ, გმირად განწირულ ახალბედებს. გაჩაღდა ბრძოლა აქამდე არასდროს გაჩაღებული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|