 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 მაისი, 2022 |
,,ყველამ იცის როგორ მიყვარს მოგზაურობა. ბევრ ქვეყანაში ვიყავი, ბევრგან ვიმოგზაურე, მაგრამ საქართველოსთანა ბუნება არსად შემხვედრია“.
იოსებ ნონეშვილი (1918-1980)
ქართველი პოეტებიდან - ყველაზე ალალი და კეთილშობილი პიროვნება იოსებ ნონეშვილი იყო. ყველას ეხმარებოდა, განურჩევლად ეროვნებისა. მსახიობმა გოგი გეგეჭკორმა პოეტს ,,სიკეთის მფანტველი“ უწოდა. ნონეშვილი ყველაზე ბოლოს შედიოდა მწერალთა სახლში.
ერთხელ თურმე ორი ბიჭი მანქანაში ჩაისვა, თბილისიდან - ქუთაისში ჩაიყვანა, რაღაც პრობლემა მოუგვარა და შემდეგ დაბრუნდა უკან.
ბებიაჩემს ძალიან უყვარდა პოეზია, განსაკუთრებით იოსებ ნონეშვილი. სურათიც აქვს ნონეშვილთან ერთად გადაღებული, ხალასი ლექსები აქვსო კარდენახში დაბადებულ პოეტს. იშვიათად მინახავსო ნონეშვილისნაირი ალალი და კეთილშობილი პიროვნება, ყველას ეხმარებოდაო განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა, სიკეთეს უანგაროდ ჰფანტავდაო.
მოგეხსენებათ როგორი რთული ვითარება იყო 90-იანი წლების თბილისში, ქართველი - ქართველს ტყვიას ესროდა რუსთაველის პროსპექტზე. პოეტის ვაჟმა სანდრო ნონეშვილმა: ,,იოსებ ნონეშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, თბილისში სულ სხვა ვითარება იქნებოდაო“, ძნელია არ დაეთანხმო.
გალაკტიონი მწერალთა კავშირში მიბრძანდა და ირაკლი აბაშიძე იკითხა. უთხრეს, ირაკლი არ გახლავთ, მაგრამ კლუბში შებრძანდით, იოსებ ნონეშვილი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ლექციას კითხულობს.
- რა თემაზე კითხულობს? - დაინტერესდა გალაკტიონი.
- საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი საფრანგეთში.
- საფრანგეთში ნამყოფი ვარ და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ფრანგები. როცა იმაზე ჩაატარებს ლექციას, თუ როგორ ვცხოვრობთ ქართველები საქართველოში, დამირეკეთ და აუცილებლად მოვალ, მიუგო გალაკტიონმა.
2011 წელს ექსკურსიაზე გახლდით ფშავში, კერძოდ ჩარგალში. ჩემთვის ვღიღინებდი გიტარის თანხლებით, ფშავლის ქალები შემიჩნდნენ: რამე სატრფიალო გვიმღერეო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს“ (იგივე ,,ქალი ხარ, ალი ხარ“) ვუმღერე:
ფშავში მამღერეს ქალებმა ი. ნონეშვილის ლექსიო, ხინკალიც დავაგემოვნე, ჟიპიტაურიც შევსვიო.
სიმღერით შემოვიარე ჩარგლის ლამაზი მთებიო, გჯეროდეს ჩემო სამშობლოვ არასდროს დამთავრდებიო.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს ოთარ ჩემო
ნონეშვილიც რაღაცნაირი ღიმილიანი კაცი იყო ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს ოთარ ჩემო
ნონეშვილიც რაღაცნაირი ღიმილიანი კაცი იყო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|