| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 21 მაისი, 2022 |
როგორც წამწამებს... მორევია ფიქრსაც სისველე, (სახლში ვარ მარტო - მოლოდინი გამითავისდა). ფანჯრის საკეტთან მიკაკუნებს სიცარიელე, ამბობს: - მოვალ და აღარ წავალ სხვა არავისთან.
პასუხს ვუბრუნებ: - მე სხვა მიყვარს ოღონდ არ იცის, (ფრთხილად დაადგი რაფას ფეხი, რომ არ დაგიცდეს), სულწრაფი კი ვარ, მაგრამ ცოტას კიდევ დავიცდი, ზღვასავით ღელასვ და მინდა, რომ ოდნავ დამშვიდდეს.
- თუკი სხვა უყვარს? პასუხს ვაძლევ: - მე არ მგონია, მაგრამ ვიფიქრებ უკვე ხშირად (მასზე) ამაზე, თუმცა ამ აზრით ჩამისახლდა მელანქოლია, ჩამისახლდა და სულის შიგნით კარი ჩარაზა.
ვამტვრევ ფანჯარას და ნატეხზე კვდება "ბაასი", (მთელი სიცოცხლე შეერია დამპალ სისხლისფერს), სიცარიელე (უკვე გვამი) გარეთ გადავსვი და ჩემი გული შენს სიყვარულს ისევ იფერებს.
ახლა კი მიკვირს ჩემ ცივ გულში, როგორ მოთავსდი, თან კითხვა მიპყრობს თუ გავხდები მე შენი ღირსი. სიცარიელე აღარ არის... და ეს ოთახი... ჩემია - შენია სამუდამოდ... სხვა არავისი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ზღვასავით ღელასვ - კორექტურაა, შეასწორეთ
ლექსი სუსტია სიყვარული კარგია ზღვასავით ღელასვ - კორექტურაა, შეასწორეთ
ლექსი სუსტია სიყვარული კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|