სასაფლაოს შესასვლელთან, - სამი დიდი ხე დგას ერთად... ადგილს ჰქვია ,,საიმედო“, მეც ვიღვრები ცრემლის წვეთად.
იქ ჩემი და განისვენებს, ვარ კვლავ ცრემლშეუშრობელი, ვიდრე გულიც მას იხსენებს, მსურს: მწყალობდეს ღვთისმშობელი.
ვინც შემომრჩა, მინდა დიდხანს ნუგეშად და რწმენად მყავდეს, გაზაფხულის ყვავილივით საქართველო ამიყვავდეს.
სასაფლაოს შესასვლელთან, - სამი დიდი ხე დგას ერთად... როცა ვსტუმრობ ,,საიმედოს“, სულ ვიღვრები ცრემლის წვეთად
ნემსივით მჩხვლეტს რაღაც მკერდში, თუმც ვარ ცრემლშეუშრობელი, მჯერა: ყველა კარგ საქმეში შემეწევა ღვთისმშობელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნათელი ნათიას ლამაზ, სპეტაკ სულს! თქვენ დიდხას სიცოცხლეს და ბედნირებას გისურვებ. ნათელი ნათიას ლამაზ, სპეტაკ სულს! თქვენ დიდხას სიცოცხლეს და ბედნირებას გისურვებ.
5. არიან ადამიანები, რომლებიც სამარადისოდ იბევებენ ადგილს შენს გულში, ყოველთვის იმას ფიქრობენ საკუთარი მოყვასი როგორ და რით ასიამოვნონ, მათ შემხედვარეს გინდა რომ სიცოცხლე არასოდეს დასრულდეს, სულ გვერდით გყავდეს... აი სწორედ ასეთი ადამიანების ჯგუფს განეკუთვნებოდა ჩემი დეიდაშვილი - ნათია გიორგიძე. სიცოცხლით სავსე იყო, ისედაც ლამაზი, ღიმილით კიდევ უფრო ალამაზებდა სამყაროს. 31 წლის ასაკში შეწყდა მისი მშვენიერი სიცოცხლე. მინდა რომ ლამაზი სულის ადამიანები უფრო ახლოს გაიცნოს საზოგადოებამ, რომ უფრო მეტად დააფასოს სიცოცხლე, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, რომ უფრო მეტად გაუღვივდეთ სიყვარული და პატივისცემა ნაადრევად გარდაცვლილ კარგი ხალხისადმი. დადიოდა ამ ქვეყნად ლამაზი სულის ადამიანი, ენერგიითა და სიცოცხლით სავსე ყმაწვილი ქალი, მიდიოდა და მიჰქონდა ქუჩა, მისი ღიმილი წამსვე არჩენდა უძლურს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
მას არასოდეს უღალატნია თავისი მოყვასისთვის. მას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა ხელოვნება.
უნიჭიერესი იყო, საოცრად უყვარდა ხელოვნება. 4 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში ცეკვავდა, ასევე მშვენივრად უკრავდა და მღეროდა გიტარის თანხლებით. განსაკუთრებულად მღეროდა „არხოტო, სამშობლოს!“ ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ხშირად მოგზაურობდა როგორც ბარში, ისე მთაშიც. თავის მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში დადიოდა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ასეთი ადამიანები, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ. ადამიანები მიდიან, კადრები კი რჩება. არიან ადამიანები, რომლებიც სამარადისოდ იბევებენ ადგილს შენს გულში, ყოველთვის იმას ფიქრობენ საკუთარი მოყვასი როგორ და რით ასიამოვნონ, მათ შემხედვარეს გინდა რომ სიცოცხლე არასოდეს დასრულდეს, სულ გვერდით გყავდეს... აი სწორედ ასეთი ადამიანების ჯგუფს განეკუთვნებოდა ჩემი დეიდაშვილი - ნათია გიორგიძე. სიცოცხლით სავსე იყო, ისედაც ლამაზი, ღიმილით კიდევ უფრო ალამაზებდა სამყაროს. 31 წლის ასაკში შეწყდა მისი მშვენიერი სიცოცხლე. მინდა რომ ლამაზი სულის ადამიანები უფრო ახლოს გაიცნოს საზოგადოებამ, რომ უფრო მეტად დააფასოს სიცოცხლე, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, რომ უფრო მეტად გაუღვივდეთ სიყვარული და პატივისცემა ნაადრევად გარდაცვლილ კარგი ხალხისადმი. დადიოდა ამ ქვეყნად ლამაზი სულის ადამიანი, ენერგიითა და სიცოცხლით სავსე ყმაწვილი ქალი, მიდიოდა და მიჰქონდა ქუჩა, მისი ღიმილი წამსვე არჩენდა უძლურს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
მას არასოდეს უღალატნია თავისი მოყვასისთვის. მას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა ხელოვნება.
უნიჭიერესი იყო, საოცრად უყვარდა ხელოვნება. 4 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში ცეკვავდა, ასევე მშვენივრად უკრავდა და მღეროდა გიტარის თანხლებით. განსაკუთრებულად მღეროდა „არხოტო, სამშობლოს!“ ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ხშირად მოგზაურობდა როგორც ბარში, ისე მთაშიც. თავის მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში დადიოდა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ასეთი ადამიანები, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ. ადამიანები მიდიან, კადრები კი რჩება.
4. გაიხარეთ, მადლობა. გაიხარეთ, მადლობა.
3. შეგეწიოთ ღვთისმშობელი !
კარგია. შეგეწიოთ ღვთისმშობელი !
კარგია.
2. ამინ, მადლობა. ამინ, მადლობა.
1. ვახ, რა მაგარი სახელია საიმედო მითუმეტეს ასეთი ადგილისთვის
ნათელი თქვენ დას ოთარ ბატონო ვახ, რა მაგარი სახელია საიმედო მითუმეტეს ასეთი ადგილისთვის
ნათელი თქვენ დას ოთარ ბატონო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|