ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2022


ანდერძი(1)

"თანამედროვე არქივებს ხომ
ღილაკზე ერთი შეხებაც ჰყოფნის,
delete 
და სამი წელი არც კი ყოფილა."
ბელა ჩეკურიშვილი.

სახეზე შემშრალი ღიმილი როგორია რომ იცოდეთ, მოშეს სახე უნდა გენახათ, როცა საინფორმაციოში გამოაცხადეს, რომ საბურთალოს რაიონის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნაგვის ურნაში აღმოჩენილი, სამედიცინო კონტეინერში მოთავსებული ადამიანის ორგანოს, კერძოდ გულის გამო.
გამოძიების ვარაუდით, საქმე შეიძლება დაუდევრობას ეხებოდეს და  გადაკვალიფიცირდეს შესაბამისად, ამ ეტაპზე კი ძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს .

მოშეს ისედაც დიდი თვალები მთლად გადმოეპლაყვა.
გახსნილი ბაგის მიღმა პროთეზის ქვედა ყბის ნაწილი გამოუჩნდა.
გონს დროულად მოეგო. საღიმილო არაფერი იყო ისედაც, უფრო გასაკვირი, მაგრამ არაფერი გაკვირვებია.

ახლაც ისევე მოერია ბრაზი, როგორც მაშინ, ნოტარიუსმა რომ ანდერძი წაუკითხა და იმ პროზექტურის მისამართი მისცა, სადაც კუთვნილი უნდა მიეღო.

- უტვინო ქალი, - ჩაილაპარაკა თავისთვის.
მეც კარგი ვარ რა! გადამეგდო მტკვარში, ან მიმეფლა სადმე.
ან საერთოდ რას მივდიოდი, მეტი საქმე არ მქონდა?!
აი დარდი, გამოიძიონ, გავუშვებ იმ ნოტარიუსთან და გაარკვიონ, რომ არაფერ შუაში ვარ.

ვაჰ, კიდევ კარგი ფოსტამ არ მომიტანა სახლში. ვის ავუხსნი, რას ავუხსნი?
რომ ვიღაცამ გული დამიტოვა ანდერძით? 
რა იდიოტობაა!
რა შტერიც იყო, ის შტერი დარჩენილა.

იბურტყუნა მოშემ, მერე კორსიზი დაიდო ენის ქვეშ,
ფარდა გასწია, გახედა მთას, მთამაც გამოხედა.
მოშეს არ ახსოვდა, მთას კი  ახსოვდა ერთხელ უმიზეზოდ რომ გაუღიმა, მისი თხოვნით, ვისმა გულმაც, პროზექტურა , სანაგვე და პოლიციის განყოფილება ლამის ოცდაოთხ საათში უსიცოცხლომ მოიარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები