ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2022


გახევებული ლექსი

                                                    დღეს მე, უბრალოდ, ვიპოვე ტოტი,             
                                                    ვიპოვე ტოტი, რომელზეც ღირდა....
                                                                                      ზაზა ბიბილაშვილი




რთულია მიწაზე  დგომის თეორემა!
მითუმეტეს -
როცა გაქვს ფესვის ამოღების სტანდარტი!

-მომცემთ მცენარეული სიმწიფის ატესტატს?!
....................
-აბა, როდემდე ვიფრიალო ქარდაქარ?!
გამოვალ ბაღის შუაგულში,
მოვყვები ფოტოსინთეზს,
ამოვწოვ მიწიდან წყალს,
დავიწევ მზის სხივს და ჩემს სისხლს-
ბროწეულებს გადავუსხამ.
ან გავხდები რომელიმე ბიბლიური ხე,
ზეთისხილი ან ლეღვი,
და ჩემს ფერხთით
დასხდებიან მომავალი ღმერთები!

მაგრამ…
თუ ეს სურვილი,
იმდენად დიდია -არ ახდა!
მე თანახმა ვარ,
ვიყო მარადმკვახე ხე
რომლის  ტოტზე, ჩემო ზაზა,
არც არაფერი  ღირს...

ჩუმად და მორჩილად
დავდგები  ბაღის კუთხეში,
არც  ტოტს ავიწევ და
ნურც ნურავინ, ნურაფერს შემეკითხება!

ვიდგები,
ვიდგები,
ვიდგები,
ზეზეულად ჩამოხმობამდე.

2021. 17.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები