 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 მაისი, 2022 |
„მატარებლები და პოეტები? საიდან სადო, იტყვით, ღმერთმანი, ბედის და გზების მაძიებლები მაინც რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს“.
შოთა ნიშნიანიძე
შოთა ნიშნიანიძის არ იყოს, მატარებელსა და ლიტერატურას მართლაც რაღაც საერთო აქვთ ერთმანეთთან. ვიჯექი ფოთი-თბილისის მატარებელში და თავში ნიაღვარივით მოდიოდა სიტყვები საქართველოზე, მის წარსულზე, რომელიც სავსეა როგორც ღალატით, ისე საგმირო საქმეებით.
საოცარი რამ არის პოეზია, პოეზიაც ხელოვნებაა, ხელოვნება კი სიკეთესა და მშვიდობას ემსახურება. ანდამატივით იზიდავს ადამიანს ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია, გემრიელად საკითხავი ლექსი, რომელიც შეიძლება სავსე იყოს როგორც სიხარულის, ისე მწუხარების ცრემლებით.
ეს ოთხსტროფიანი ლექსი, სწორედ მატარებელში დავწერე:
დამწუხრებული ქართველის მონოლოგი
(ნათიას და ალექსანდრეს-ჩემს დეიდაშვილებს)
ვინ გამომგლიჯა ხელიდან ტაო, მითხარ, ტკივილი ვინ მომაყენა?! ცრემლმორეული ვემთხვევი დაო, მოჭრილ ძუძუს და მოჭრილ მარჯვენას!..
შუბლდალეწილი დავსტირი ტაოს, მწამს, ვეღირსებით ჩვენ გამარჯვებას. თუ დავმარცხდებით შამქორში ძმაო, ძირში მოგვკვეთენ მკლავებს მარჯვენას.
ისევ დავსტირი წამებულ აბოს, რწმენით შევყურებ მომავლის ვარსკვლავს. და მოწიწებით ვემთხვევი დაო, სვეტიცხოველში ერეკლეს საფლავს.
გმირის გულ-ღვიძლი ყვავებმა კორტნეს და სტირის ქრისტე ჯვარზე გაკრული!.. მეც ვეწამები ვითარცა ცოტნე, თაფლწასმული და ხელგაბაწრული!..
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|