| ავტორი: ტირპიც ჟანრი: პროზა 3 ივნისი, 2022 |
ცად აღმართულა მტერთა ალამი. ნუთუ არავინ მოგვეშველება ? მახსოვს ოდესღაც წითელ ფერდობზე, სადაც მუსიკას ფოთლები ქმნიან, ცხოვრობდა კაცი, ფრიად ბრმამყრალი, ძლიერ დასვრილი ადამიანი. ცოდვებს შემყურე მისი, მხრებს უკან, საიქიოდან არც ამოსულა. სულთა ვედრება ხმაგანწირული, მის ყურს მალამოდ ეჩვენებოდა. გემო სიკვდილის ემწარებოდა, მაგრამ მწარეზე სულ გიჟდებოდა. კანი გახრწნილი, გადახლეჩილი, ამღერებული სისხლის დუღილი . ტკივილთ ჩაკლული ზე მეომარის, სულს მოძებნიდა ბოლო მომენტში. გადაკარგული შავტხუვ ფერებში , გადამალავდა ბრმა საკვალავში. იყო ოდესღაც ერთგან ოხერი, რომელსაც მარად ყველა კიცხავდა. სხეულჩამქვრალი ჩემი აბჯარი, გადავარდნილი სულთსამარეში, ბოლო მომენტში იქნებ დამიხსნას, წითელ ფერდობის ბრმა ბინადარმა, რომლის სიბნელე არის მარადი. არ არის იქნებ სულაც ოხერი, ოხერთა შორის ქაოსქარბუქში, იქნებ პირველი სამართალია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|