ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2022


•••



მკერდის კერტები , მოყავისფრო
ანდაც რძისფერი ,
და თეძოები ავხორცული ფორმა , გიტარის ,
ვნებით დაღლილი შენს სხეულზე ვწვები, ზღვისფერი
და შენ კი ფიქრობ , ასე ახლოს ნეტავ ვინ არის ?!

შენს ბროლის ყელზე , ვნების  ოფლის დიან წვეთები,
მაჯებს გიბორკავ , და ყელთან გრძნობ სუნთქვის არიებს,
ყოველი ჩემი შეხებისას მკლავში მენთები ,
ეს ერთი ციცქნა , ამ ვნებებმა როგორ აგრიეს ,

შენ ტუჩებს იკვნეტ , და კანკალი შეუჩნდა მუხლებს,
და შენც აღვიძებ შენ სიღრმეში დამარხულ ქაჯებს ,
ფეხის ტერფიდან გალოკილი , მეხვეწე წუხელ ,
რომ ნუ გტკენდი და ნუ გიჭერდი პატარა მაჯებს

და ასე მრუში ქალ-ვაჟური გვქონდა ჩვენ ღამე ,
და ასე ვნების ოფლით სველი , მთხოვდი რომ “წადი”
შენ კვნესოდი და მთელი ღამე ცრემლები ჭამე,
თუმცა რიჟრაჟზე ბედნიერი და შიშველი ჩანდი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები