ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2022


წერილი დედას (2012წ.)

დედა, დრო არის ახლა ისეთი,
უსაქმურობაც თავს რომ იმართლებს...
რომ გაგიმართლე, არაფრით მეთქმის, -
უფრო ლაქებით გივსებ სინათლეს

და მეც ვღონდები, დროს რომ ვერ გითმობ -
შემოგეზარდე თუმცა "მოცლილი".
ახლაც წავედი, - ვმუშაობ ვითომ...
ამ დროს კი, ირგვლივ მთებს შემოვივლი,

რაც თავს დაჰყურებს მესტიის დაბას
და თავს ცოტა ხნით განვეშორები,
რადგან სევდა იქ ვერაფრით მაბამს,
სადაც ირაოს კრავენ ქორები

(თუ რაღაც მსგავსნი არწივთა მოდგმის
- თავისუფლების ხვედრით დამტკბარნი).
ამ დროს სიმშვიდე სულში შემოდის:
თითქოს ბავშვი ვარ, მთა კი - აკვანი.

ისევე, როგორც... მხოლოდ შენ იცი,
თუ რა სიყვარულს მაღვრიდი ამ დროს...
მთა ამას განა ისევე მიცვლის?...
არა! უბრალოდ, რაღაც მსგავსს ამბობს,

- თითქოსდა ზღაპარს, მსგავს იავნანას,
- იმ სიჩუმეში, იქ, მაღლა, ზემოთ, -
მთელი ცხოვრების თავგადასავალს,
- რაც რომ არ უნდა ლექსებად ვწერო...

ჰო, "პოეტობას" მოვკიდე ხელი...
- შენ იცი უკვე, მიწონებ აკი,
და გეჩვენება ეს ჩემი ცრემლი,
ასე უბიწო, ასე სპეტაკი...

არადა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები