 | ავტორი: ანგელოზი ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2022 |
ვერ გამიგია მე თავად, რატომ მოველი შტორმს. გულით ყოველთვის შენთან ვარ, გონებით - სადღაც შორს.
ელი უამრავ წელიწადს, ცხოვრებას უცვლი ფირს, ხალისს ირეკლავს შენი ცა, ჩემი - ამღვრეულ ფიქრს.
იშლება ჩემი ბარაკი, წვეთი აჟღერებს სიმს, დუღს ჟინით შენი ქალაქი, ჩემს ქალაქში კი წვიმს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|