მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 ივნისი, 2022
William Shakespeare – Sonnet CLIV (154)
უილიამ შექსპირი - სონეტი CLIV (154) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ
ჩასძინებოდა სიყვარულის ციცქნა ღვთაებას,
კორდზე მიეგდო ჩირაღდანი გულთა აღმგზნები,
დიანას ნიმფებს დაუნახავთ მტერი თავნება,
დამარღვეველი სიქალწულის დაცვის აღთქმების.
ერთი ქურუმი წაეტანა ბედის არმაღანს,
წყლისკენ გაიქცა ურიცხვ გულთა მშანთავ ნადავლით,
ქალწული ნიმფის მიერ მყისვე განიარაღდა
მხურვალე გზნების წარმომშობი მთავარსარდალი.
ნიმფამ ჩააქრო ჩირაღდანი ცივი ბინულით -
ტრფობის ხანძარმა, ნაკადულში განაზავებმა,
წყალს მიანიჭა მხურვალება მარადიული,
ბევრი განკურნა უებარმა აბაზანებმა.
მეც საკურნებლად წაველ, თუმცა ტრფობის სახმილით
გამთბარ ნაკადით, სიყვარული ვეღარ გამივლის.
26 ივნისი, 2022 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://shakespeare.folger.edu/shakespeares-works/shakespeares-sonnets/sonnet-154/
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
4.
დიდი მადლობა, კრავაი, გაიხარეთ!
დიდი მადლობა, კრავაი, გაიხარეთ!
ოთარ ცისკაძე.
2022-07-05 14:59:57
3.
555555555
მდიდარია.
555555555
მდიდარია.
კრავაი ზვერელი.
2022-07-04 20:22:00
2.
უღრმესი მადლობა, მუხა, გაიხარე!
უღრმესი მადლობა, მუხა, გაიხარე!
ოთარ ცისკაძე.
2022-06-30 21:06:17
1.
რა კარგი თარგმანია.
რა კარგი თარგმანია.
მუხა.
2022-06-30 20:54:21
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
07.09.2026 11:46:48
საიტის წევრს ნიკით:
ირინკა
ვულოცავთ დაბადების დღეს