 | ავტორი: ციმციმა ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2022 |
გამიქრა შენით შთაგონება, ერთი ლექსიც კი არ შემოეწერა ტყვედყოფილ თითებს, რითმით ერთი სტრიქონიც ვერ გააცოცხლა გამტკნარებულმა სმენამ, ხდება ხოლმე... ვერაფრით ვეღარ გიმასპინძლებ, ახლა ჩემთან რომ მოხვიდოდე, ჩემს სახლში ფსალმუნებგაკრული კედლებია, დარაბადახურული ფანჯრები, არ ვჯდები სარკმელთან და არ გავცქერი გზას, ვიცი, რომ არ მოხვალ... ძველი ლექსებისგან მოწამლული სული დავიმდუღრე, მინდა, რომ მონატრების ბაცილები არ გავრცელდეს, ისიც მინდა, რომ შენი სულის ჩემი გულისეული მეტასტაზები გავანადგურო. ახლა ჩემთან რომ მოხვიდოდე, ღიმილიც ვერ მომადგება ბაგეებთან. არა თუ შენთვის სათქმელ ლექსს გამოიწვევ შენი მქრალი თვალების განწირული ლოცვა- ვედრებით, ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ისე უხმაუროდ მენატრები, წარსულის ერთ ფურცელზე რომ აღდგე, მომავლის ყველა გვერდს დავთმობდი ცხოვრების წიგნიდან. და ახლა, როცა მართლა მჯერა, რომ შენი მონატრება ჩემს მონატრებაზე ბევრად მსხმოიარეა, დატოტილი და დაფოთლილი, სიკეთის ნაყოფის მოლოდინში კვირტებადგადაქცეული, ვედრებადგადაქცეული, მივდივარ... კი არ მივდივარ... შენ და პოეზიას ორივეს ერთად გღალატობთ ამ ლექსში, რადგან ჩემი გული აღარ ასხივებს სითბოს, ვერ მიიზიდა შენმა გრავიტაციამ, ვეღარ დაიმორჩილა... შეიძლება არც გამოისხას ნაყოფი მაგ მოლოდინის კვირტებმა, გღალატობ, რადგან სამყაროს ხმები აღარ ჩამესმის მუსიკად, რა მერითმება, როცა ზეციური ჰარმონიის ხმები კაკაფონიად მეყურება და მეგულება უშენობა თვალებდახუჭული მონატრებით, სწორედ ამიტომ ვერ ვეგუები და გავურბი წესრიგს, რადგან ჩემში ყოველივე უწესრიგოა უშენოდ , თითქმის უკვე სულერთია რას გამირითმავ სიცოცხლეს თუ სიკვდილს, წასვლას თუ დაბრუნებას, შეიძლება არაფერი გამირითმო და უბრალოდ დაწერო ლექსი , სადაც მეტყვი იმას, რაც ულექსოდ ვერ მითხარი, მეტყვი, რომ ძალიან მოგენატრა ჩემი გულის მდუღარება, რომ დარდობ იმის გამო, რომ შენი თვალები ვეღარ დარბიან ჩემი სტრიქონების კიბეებზე, რომ ყველა ვარსკვლავიდან მე გიყურებ, როცა გენატრები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მართლაც კარგი შინაგანი და თავისებური სუბიექივიზმი წარმოსახვითი მეტყველებით, მომეწონა,
ნ ე ქ ტ ა რ ი მართლაც კარგი შინაგანი და თავისებური სუბიექივიზმი წარმოსახვითი მეტყველებით, მომეწონა,
ნ ე ქ ტ ა რ ი
6. "შენ და პოეზიას ორივეს ერთად გღალატობთ ამ ლექსში,"
"ყველა ვარსკვლავიდან მე გიყურებ" 5 "შენ და პოეზიას ორივეს ერთად გღალატობთ ამ ლექსში,"
"ყველა ვარსკვლავიდან მე გიყურებ" 5
5. მადლობა, რომ წაიკითხეთ მადლობა, რომ წაიკითხეთ
4. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
3. მადლობა, კორექტურა იყო და ასე გადავანაცვლე. მადლობა, კორექტურა იყო და ასე გადავანაცვლე.
2. ორი რამეს ნიშნავს: ფსალმუნები ურითმო ლექსებია და ლოცვებად ხო გამოიყენება, ანუ მხოლოდ ვლოცულობ.... ორი რამეს ნიშნავს: ფსალმუნები ურითმო ლექსებია და ლოცვებად ხო გამოიყენება, ანუ მხოლოდ ვლოცულობ....
1. ფასმლუნებგაკრული ანუ ფსალმუნებგაკრული ? ვერ მივხვდი რატოა ცუდი ? არც მინახავს სადმე მსგავსი კედლები , მარა ცუდი რატოა ? თუ ფსამუნები რო ებრაული პოეზიაა , ეგ მინიშნება და რაღაც პარადოქსული შედარებაა ??? სხვა მხრივ რავიცი . წარმატება ფასმლუნებგაკრული ანუ ფსალმუნებგაკრული ? ვერ მივხვდი რატოა ცუდი ? არც მინახავს სადმე მსგავსი კედლები , მარა ცუდი რატოა ? თუ ფსამუნები რო ებრაული პოეზიაა , ეგ მინიშნება და რაღაც პარადოქსული შედარებაა ??? სხვა მხრივ რავიცი . წარმატება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|