 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 6 ივლისი, 2022 |
მაღაზიიდან ორასი მეტრით დაცილებულ სადგომამდე მანამ მივედი, უსაფრთხოების ღვედის სასიგნალო მოწყობილობამ " წაიღო ტვინი". ჩვენ ენაზე: "შეიკარი, არ ხარ უსაფრთხოდ! შეიკარი! შეიკარი მეთქი!" ხმის მომატებაც მოასწრო, ინტონაცია გაუმკაცრდა, სანამ უკანა სვლაზე არ გადავედი არ გაჩუმდა. მიხვდა - "პარკინგი" - გაისუსა.
მაგრამ უთომ რომ იცის, უგულველყოფა ასეთი უნდა : უხმოდ, უთქმელად, " ხელს გამიშვებ და გაგიცივდები", - ამის მთქმელივით, ირონიულად, ცხვირაწეული გიმზერს, თვალს არ გაშორებს, გელოდება, იცის, ან ისევ ჩაეჭიდები, ან გამორთავ და თვალს მოაფარებ. ძველებივით არ მოიქცევა, რომც მიივიწყო, არ გადაგბუგავს. კიდევ კარგი!
ჰო, რას ვამბობდი? დაჭკვიანდა ირგვლივ ყველა და ყველაფერი...
მე შუა გზაზე...
მაგრამ ცოცხალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აუ კაიი რა რა მაგარი მიგნებებით გველაპარაკები :) ბრავო, მართლა ძალიან მაგარი იყო...
უთოს ეპიზოდი ხო საერთოდ ეპოქის საჩუქარია, ასე ვთქვათ, საუბარი სიყვარულზე, 21 საუკუნეში... არადა არიან ისეთებიც ვინც წუწუნებს, ახალი რაღა უნდა თქვაოო...
აი! აუ კაიი რა რა მაგარი მიგნებებით გველაპარაკები :) ბრავო, მართლა ძალიან მაგარი იყო...
უთოს ეპიზოდი ხო საერთოდ ეპოქის საჩუქარია, ასე ვთქვათ, საუბარი სიყვარულზე, 21 საუკუნეში... არადა არიან ისეთებიც ვინც წუწუნებს, ახალი რაღა უნდა თქვაოო...
აი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|