ყურმილო რეკდი და აგიღე საშინლად მძიმე აღმოჩნდი. მთელი გატრუნული ყურადრება როგორც აუღებელი სიმაგრე, მიზანში გარტყმულ ლოდის შედეგს დაამსგავსა პასუხმა - სხვაგან მოხვდით! ჯერ თანმიმდევრულად შეურყია მოლოდინი, ტალღისებურად გადაუარა, შემდეგ რეზონანსი დაატყო მის სიკერპეს, ბზარი გაუჩინა და დაფშვნა. კიდევ უფრო მეტად უსიტყვო გახდა ყველაფერი. დაბუჟებული იდაყვიდან განგაშის სიგნალივით ედებოდა სხეულს უძრაობის დროებითი გამბედაობა. მომდევნო სიტყვის მხარდაჭერას არავინ აპირებდა. ვერც ახალი მიწიდან ამოხეთქავდა სინორჩის უცხო ტალღა და ვერც წყლებში იმოგზაურებდა ფრინველის ნაწლავში გაჩხერილი სიცოცხლის შთამომავალი, თუ ყურმილს არ გავთიშავდი და ღია ფანჯრიდან მონაბერ ჰაერს შუბლს არ შევუშვერდი, რომელიც შეიძლება ტყვიასავით ხისტად მომხვედროდა კიდეც და გადავერჩინე. სხვაგან მოხვდით - გავიმეორე და შემრცხვა…