ასეც ხდება,: ხალხში დალანდავ ნაცნობ სილუეტს, ძვირფასი ჭაღარაც გაიალვებს ოქტომბრის მზესავით საამოდ. უიმედო მონატრების აფეთქება ჰაერში ასწევს დედამიწას. მერე გახსენდება, რომ ის აღარ არის, დიდი ხანია... და გევსება თვალები ფერფლით.
მსგასვი რამაა, როცა ბავშვობის ოცნება თავს წამოყოფს, მომავლის ჰორიზონტს გახედავ, თვალანთებული, ჰორიზონტის ხაზი კი ცხვირზე მოგედება, წარუმატებელად გაბმულ აბლაბუდასავით.- რა მომავალი! და თვალებში მობრიალე ილუზია ნახანძრალ ტყეს ემსგავსება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|