 | ავტორი: ციმციმა ჟანრი: პოეზია 5 აგვისტო, 2022 |
ეს იყო ბოლო დაბრუნება, აღარ მინდა დუმილს ვესაუბრო, ჩემი ქარიშხალი გადუნებდა , ვერსად გაფრინდები ჩემგან უფრთოდ.
რას იზამ შიშის გადმოლახვით, როგორ წაიკითხავ ფიქრებს, უთქმელს , ჩემში იმ წამიდან გადმოსახლდი, როცა პირველად ჩაგისუნთქე.
შენი წუხილების კიდობნიდან როცა ვიპარავდი დარდის კვერებს . და ბედისწერაზე მინდობილმა სულზე მწუხარება დამიკერე .
ნდობას მაჯისცემა გაენულა, ვინაც მე მეგონე, არ ხარ იქნებ, გულში რომ ცეცხლი მინავლულა, სულს აღარ ვუბერავ, რომ ჩამიქრეს .
ეს იყო ბოლო შეჩერება, გვათბობს მოგონების მოსასხამი, გული ,აღარაფერს ეჯერება, შენი ტყუილებით მონაშხამი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ემოციები გასაგებია, მაგრამ სტანდარტულივით არის... სიახლეს ითხოვს შეინაარსშიც და ფორმაშიც. ემოციები გასაგებია, მაგრამ სტანდარტულივით არის... სიახლეს ითხოვს შეინაარსშიც და ფორმაშიც.
2. ერთხელ აპატიე ტყუილი, მეორედაც, აი მესად აღარა. ერთხელ აპატიე ტყუილი, მეორედაც, აი მესად აღარა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|