ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომა ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2022


კლავიში ჯიბეში

და როგორც კედის
ჩემს სიკვდილსაც,
ამ ხეების მძაფრი სუნი აქვს,
მომადე მკერდი,
როგორც ცოცხალს,
არა როგორც მკვდარს და მუმიას.

მე ამ შავ კლავიშს
დავატარებ გულის ჯიბით
დიდი ხანია,
მე ვერ მომკლავენ
სიჩუმეში, ეგ მიხარია.

და როგორც ცახე,
მზის სხივებში გაბნეული
მცირე მტვერი ვარ,
შენა ხარ სარკე დამტვრეული
და ამირეკლავ მაგ ნამტვრევიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები